ვარდისფერი ლორწო MCDONALD’S-ის ბურგერებში! - კომპანიამ კიდევ ერთი სასამართლო წააგო!
ვარდისფერი ლორწო MCDONALD’S-ის ბურგერებში! - კომპანიამ კიდევ ერთი სასამართლო წააგო!
ჯეიმ ოლივერმა მაკდონალდის წინაღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო და დაამტკიცა, რომ მათი პროდუქტის მიღება არ შეიძლება ადამიანისათვის! ცნობილმა შეფ-მზარეულმა  გაამჟღავნა სიმართლე იმის შესახებ, თუ სინამდვილეში რისგან ამზადებენ გემრიელ ხორცს ჰამბურგერებისა და ნაგეტსებისათვის. ხორცი, რომელსაც ჰამბურგერების, ბიგმაკებისა და  სწრაფი კვების სხვა პროდუქტებისთვის იყენებენ, მზადდება ძროხის ცხიმის ჩამონარეცხისგან. ჩამოსარეცხ მასალად ამონიუმის ჰიდროქსიდს იყენებენ. ეს პროცესი რომ არა, საშინელი გემო ექნებოდა საკვებსო, - ამბობს შეფ-მზარეული.
ოლივერის სიტყვებით, რესტორნის ქსელი დაკავებულია იმით, რომ იღებს ხორცს, რომელსაც ძაღლიც კი არ შეჭამს, და აძლევს სასაქონლო სახეს. ამ
ისტორიაში არა მარტო ტყუილის ფაქტია შემაშფოთებელი, არამედ ის, რომ ამონიუმის ჰიდროქსიდი მომწამვლელია ადამიანის ორგანიზმისთვის. ინტერვიუს დროს ოლივერმა განმარტა, თუ როგორ შეიძლება ცხიმის, კანის და შინაგანი ორგანოებისგან დამზადდეს საკვებად „ვარგისი“ ხორცი. ისმის კითხვა: “რაში სჭირდება ნორმალურ ადამიანს, თავისი შვილი კვებოს ამიაკით?“ ხსნარი, რომელიც ექსპერიმენტის შედეგად მიიღეს, ძალიან ჰგავდა ვარდისფერ ლორწოს. სხვათა შორის, აშშ-ში ამონიუმის ჰიდროქსიდის გამოყენება ნებადართულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მომხმარებელს არ აცნობს მიმდინარე პროცედურების გამოყენებაზე.
29274
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (13)
tata
0
ასჯერ გაგონილს,ერთხელ ნანახი ჯობიაო...:) https://m.youtube.com/watch?v=LlHtK5l1CLc
09:52 / 22-11-2015
???
0
ანუ იმის ფული არ აქვთ რომ ხორცი ჩადონ და ნარეცხს და ლორწოს დებენ? დგანან და აგებენ და აგებენ სასამართლოებს? და ამდენი სასამართლოს წაგების მიუხედავად მაინც არ არის აკრძალული მაკი? ღადაობთ ხო?! რაში აწყობს ამხელა ბიზნესს საკვებში ლორწოს ჩადება?! პირველი ამერიკაში აიკრძალებოდა მასე რო იყოს საქმე. მაკი არის არაჯანსაღი საკვები. არაჯანსაღი საკვები კი უამრავია მაკის გარეშეც.
12:47 / 20-11-2015
მსგავსი სიახლეები