ინდაურის ხორცის შესახებ ეს უნდა იცოდეთ
ინდაურის ხორცის შესახებ ეს უნდა იცოდეთ
სულ მალე ინდაურის ხორცი ძალიან ბევრი ოჯახის სუფრაზე გაჩნდება. ამიტომ მის შესახებ რაც მეტი გვეცოდინება, მით უკეთესი. რა თვისებები აქვს ინდაურის ხორცხ და რამდენად სასარგებლოა ბავშვებისთვიუს? ამ სხვა ბე ვრ კითხვას სწორედ ეს სტატია გასცემს პასუხს.
ინდაურის ხორცი არის დიეტური, უცხიმო და გემრიელი. მისი ჭამა ბავშვებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. უმჯობესია, თუ პატარას პირველად ინდაურის გემოს გაასინჯებთ და ასე მიაჩვევთ ხორცის ჭამას. ინდაურს დიეტის დროსაც მიირთმევენ და დიდ დღესასწაულებზეც.
ინდაურის ხორცი სასარგებლოა
მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის სისტემა აწუხებს და პატარა ბავშვებისთვისაც.
იგი მდიდარია ა და ე ვიტამინით, მასში ქოლესტერინი უმნიშვნელო რაოდენობაა.
ინდაური მდიდარია მიკროელემენტებით: კალციუმით, რკინით და კალიუმითა.
ადამიანის ორგანიზმი ინდაურის ცილას უფრო ადვილად ითვისებს, ვიდრე სხვა ხორცისას.
ინდაურის ხორცი ისევე მდიდარია ფოსფორით, როგორც თევზი.
ხორცში არის ფოლიუმის მჟავაც. თუ ინდაურის ხორცს მწვანე სალათის ფურცლებთან, ისპანახთან ან სხვადასხვა მწვანილთან ერთად შეჭამთ, ფოლიუმის მჟავის დამატებით მიღება აღარ მოგიწევთ.
ინდაურში უფრო მეტი რკინაა, ვიდრე საქონლის ხორცში. ამიტომ, იგი შეუცვლელი პროდუქტია მათთვის, ვინც ანემიით იტანჯება.
იგი შეიცავს ჰორმონ სეროტონინს - ე.წ. "ბედნიერების ჰორმონს". იგი ბუნებრივი ანტიდეპრესანტია, აუმჯობესებს ძილს.
სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის იდეალური კერძია ინდაური ბოსტნეულით. დამტკიცებულია, რომ ადამიანები, რომლებიც
დიდი რაოდენობით მიირთმევენ ბოსტნეულს უცხიმო ხორცთან ერთად, ამ შემთხვევაში, ინდაურთან ერთად, ნაკლებად ავადდებიან ისეთი მზაკვარი დაავადებით, როგორიც კიბოა.
თუ ცხიმიანი ინდაურის შეგხვდათ, უმჯობესია კანგაცლილი მოამზადოთ. ეს რჩევა განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისაც ღვიძლი აწუხებს, ან გახდომა სურს.

ინდაურის ხორცი განსაკუთრებით საჭიროა:
ბავშვებისთვის ერთ წლამდე დამატებითი საკვებად;
მეძუძური და ფეხმძიმე ქალებისთვის;
ადამიანებისთვის, რომლებიც იტანჯებიან უძილობით (ინდაურის ხორცი შეიცავს ტრიფტოფანს, ნივთიერებას, რომელიც ძილიანობის მომგვრელია), დეპრესიით, არიან ნერვოზულები და ჰიპერაღზნებადები.
ყველასთვის, ვისაც ანემია დაუდგინეს.
ინდაურის ხორცის ჭამა არავის ეკრძალება. არის მხოლოდ რეკომენდაცია, რომ ადამიანი, რომელიც თირკმლების დაავადებით იტანჯება, ცილის აუტანლობა აქვს, ან პოდაგრა აწუხებს, შეამციროს მისი მიღება.
7591
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```