რა ასაკიდან შეიძლება გავასინჯოთ ბავშვს კარაქი და როგორ უნდა ავარჩიოთ კარგი პროდუქტი
რა ასაკიდან შეიძლება გავასინჯოთ ბავშვს კარაქი და როგორ უნდა ავარჩიოთ კარგი პროდუქტი
ბევრ მშობელს აინტერესებს, რა კვებითი ღირებულება გააჩნია კარაქს, რა რაოდენობით და რა ასაკიდან უნდა მივცეთ ბავშვს და როგორ შევარჩიოთ ნამდვილი და ხარისხიანი კარაქი. სწორედ ამის გასარკვევად პედიატრს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს თამარ ობგაიძეს მივმართეთ.

-  რაციონალური კვება ნებისმიერ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის და განსაკუთრებით, ბავშვის ინტენსიურად მზარდი და განვითარებადი ორგანიზმისთვის. რაციონალური კვება, ზოგადად, გულისხმობს ყველა საკვები ინგრედიენტის – ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, მინერალების, ვიტამინების ბალანსირებულ და სწორ მიღებას. იქიდან გამომდინარე, რომ ცხიმები ორგანიზმის ენერგიის წყაროა, მათ დიდი როლი ეკისრებათ. ცხიმი არის
საშენი მასალა უჯრედების მემბრანისათვის, აუცილებელი ნივთიერებებია იმისათვის, რომ მოხდეს ცხიმში ხსნადი ვიტამინების გახსნა და ათვისება.
არსებობს ნაჯერი ცხიმები და უჯერი ცხიმები. ნაჯერი ცხიმები შედის ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა კარაქი, ცხიმიანი ხორცი, ნაყინი, არაჟანი, მაგარი ყველი. უჯერი ცხიმოვანი მჟავები კი ძირითადად მცენარეულ ზეთებშია, მაგალითად, დიდი რაოდენობითაა ზეითუნის ზეთში, ავოკადოში, თხილეულში, განსაკუთრებით უხვად – ნუშში. გამონაკლისია პალმის ზეთი, რომელიც ნაჯერ ცხიმებს შეიცავს.
ზოგადად, დიდი რაოდენობის ნაჯერი ცხიმების მიღება ორგანიზმისთვის არაა სასარგებლო, ვინაიდან ისინი იწვევენ სიმსუქნეს, შემდგომ ეტაპებზე - შაქრიან დიაბეტს, ასევე მატულობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკი, რადგან ქოლესტერინის დიდი რაოდენობა ხვდება ორგანიზმში. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ უნდა მივიღოთ ნაჯერი ცხიმები. მისი მიღება გარკვეული რაოდენობით
აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მზარდ ორგანიზმს ეხება.
აქვე, აუცილებლად მინდა გამოვყო ტრანსცხიმები, რომელთა მიღება ბავშვობის ასაკში საერთოდ რეკომენდებული არაა. მაგალითად, ასეთი ცხიმიაა მარგარინი, რომლის მიღება ბავშვთა ასაკში საერთოდ დაუშვებელია.
კარაქს 4000-წლიანი ისტორია აქვს და მას მსოფლიოს ყველა ცნობილი სამზარეულო იყენებს.
რა სარგებლობა აქვს კარაქს? ის არის ვიტამიების დიდი წყარო, შეიცავს – A, D, E, K ვიტამინებს. A ვიტამინი მნიშვნელოვანია მხედველობის ორგანოს ფორმირებისა და ფუნქციონირებისთვის, D ვიტამინი მნიშვნელოვანია ძვალ-სახსროვანი სისტემის განვითარებისთვის, ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას, K ვიტამინი სისხლის შედედების პროცესს უწყობს ხელს, მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლისთვის, ის ერთგვარი ბარიერიცაა ორგანიზმში მოხვედრილი ტოქსიკური ნივთიერებებისათვის. კარაქი აგრეთვე შეიცავს ისეთ მიკროელემენტებს, როგორებიცაა თუთია, სელენი, სპილენძი, მანგანუმი. ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ ომეგა 3, რომელსაც ტვინის არქიტექტორსაც კი უწოდებენ. ის ძალიან საჭირო პროდუქტია და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ენერგიის წყაროა, აქვს მაღალი კვებითი ღირებულება.

-  რა რაოდენობით უნდა მივიღოთ კარაქი?
-  ზოგადად, კარაქი 6 თვის ასაკიდან შეიძლება მივცეთ ბავშვს ფაფებთან ერთად, ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი წესი - არ შეიძლება ის შეეხარშოს საკვებს, უკვე მომზადებულ საკვებს უნდა დაუმატოთ, რათა არ დაიშალოს ის სასარგებლო ნივთიერებები, რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ. ჩვილ ბავშვებში დღის ნორმა დაახლოებით 3-5 გრამია, მოზრდილ ბავშვებში - დახლოებით 10 გრამი, ეს საკმარისია ორგანიზმისთვის, რათა გამოავლინოს ყველა ის სიკეთე, რაც ახასიათებს. უფროსებმა დაახლოებით 30 გრამამდე კარაქი უნდა მიიღონ, ამაზე მეტის მიღება უკვე რეკომენდებული აღარაა. ასაკის მატებასთან ერთად უპირატესობა უნდა მივანიჭოთ უჯერ ცხიმოვან მჟავებს.
რა უნდა ვიცოდეთ იმისათვის, რომ ამ სასარგებლო პროდუქტმა ჩვენს ჯანმრთელობაზე პოზიტიური გავლენა იქონიოს, როგორია მისი შენახვის წესები, როგორ უნდა გაარჩიოთ კარაქი სპრედისგან და რამდენ პროცენტიანი რძის ცხიმისგან მზადდება ნამდვილი კარაქი, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "ნიკორას" ხარისხის მართვის მენეჯერი ნინო ლეფსაია გვესაუბრა:

- როგორ უნდა გაარჩიოს მომხმარებელმა, ხარისხიანია თუ არა კარაქი? რას უნდა დააკვირდეს ეტიკეტზე?
- მოგეხსენებათ, რომ 2015 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედებული რეგლამენტით, იმ შემთხვევაში, თუ პროდუქცია რძის ცხიმისგან არ არის დამზადებული, ეტიკეტზე წარწერის დატანა - მაწონი, არაჟანი, ხაჭო, კარაქი აკრძალულია. ამიტომ მაგალითად, კარაქის შეძენისას, მომხმარებელი კარგად უნდა დააკვირდეს, პროდუქტი ნატურალურია თუ არა. როდესაც ეტიკეტზე არის ასეთი წარწერა: "სპრედი", "კომბინირებული ცხიმი", "კომბინირებული კარაქი", "შეიცავს მცენარეულ ცხიმს", ეს უკვე ნიშნავს, რომ პროდუქტი არ არის ნატურალური კარაქი. ხოლო თუ ეტიკეტს აწერია, რომ დამზადებულია რძის ცხიმზე, ესე იგი, ეს კარაქი ნატურალურია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რძის ცხიმს, რძესთან ერთად, რძის ფხვნილიც შეიცავს, სწორედ ამიტომ ისიც ნატურალურ ნედლეულად მიიჩნევა.ე.წ. ემულსირებული ცხიმოვანი პროდუქტები, რომლებსაც ხშრად ასაღებენ ნაღების კარაქად, სინამდვილეში სპრედებია, რომლებიც მიიღება მცენარეული, ცხოველური და რძის ცხიმების შეზავებით. მათი დამზადება ბევრად იაფი ჯდება და გასაყიდი ფასიც ნაღების კარაქთან შედარებით დაბალია.

- რა შემადგენლობა უნდა ჰქონდეს ნამდვილ კარაქს?
- მინდა გითხრათ, რომ ნამდვილ კარაქში რძის ცხიმისგან განსხვავებული რაიმე სხვა სახის ცხიმის არსებობა დაუშვებელია. პროდუქტს, რომელშიც რძის ცხიმთან ერთად მცენარეული ცხიმიც არის შერეული, რძის ნაწარმის რეგლამენტის მიხედვით შერეული ცხიმი ეწოდება. კარაქი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ იმ პროდუქტს, რომლის ცხიმიანობა 80%-დან 90%-მდეა. მაგალითად "ნიკორას" შვილობილი ბრენდის "ჩვენი ფერმერის" მიერ წარმოებული ნაღების 82,5%-იანი კარაქი 100%-ით რძის ცხიმისგანაა დამზადებული. მისი გამოყენება კვების რაციონში თამამად შეგიძლიათ, როგორც მოზრდილებში ასევე ბავშვებში, რადგან გამოირჩევა მაღალკალორიულობით, შენარჩუნებული აქვს ყველა სასარგებლო თვისება და შეიცავს ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ნივთიერებებს. რაც შეეხება, 71,5%-იან "კარაქს შემცირებული რძის ცხიმით", ისიც 100%-ით რძის ცხიმისგანაა დამზადებული. თუმცა,მასში რძის ცხიმის წილის შემცირება, წყლის მოცულობის ზრდით ხდება... კარაქი შემცირებული რძის ცხიმით" გათვლილია ადამიანების იმ სეგმენტზე, რომელსაც დაბალკალორიული, რძის ცხიმზე დამზადებული, ნატურალური კარაქის მიღება სურს.

12077
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები