როგორი უნდა იყოს ხარისხიანი რძის პროდუქცია და რატომ ირჩევენ ფინურ რძის პროდუქტებს მსოფლიოში
როგორი უნდა იყოს ხარისხიანი რძის პროდუქცია და რატომ ირჩევენ ფინურ რძის პროდუქტებს მსოფლიოში
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების ტემპი და ხარისხი „ძველი“ ჩვევებისგან გათავისუფლებას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას მოითხოვს, რაც პირველ რიგში სწორ, ხარისხიან და ჯანსაღ კვებას გულისხმობს. სწორი კვება კი რძისა და რძის პროდუქტების გარეშე ფაქტორივად, წარმოუდგენელია. მით უმეტეს თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ამ შემთხვევაში არცთუ ისე ძვირი სიამოვნებაა - საკმარისია მხოლოდ ნატურალური, მაღალი ხარისხის ძროხის რძისგან და ემულგატორების, კონსერვანტებისა და გლუტენის გარეშე დამზადებული პროდუქციის შეძენა.
რძისა და რძის პროდუქტების გამოყენება ადამიანებმა პირველად საკვები მიზნით ჩვენს წელთაღრიცხვამდე მრავალი საუკუნით ადრე
დაიწყეს, როდესაც შუა აღმოსავლეთში დასახლებულმა ტომებმა ცხვრისა და თხების მოშინაურება შეძლეს. მოგვიანებით კი თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე ადამიანებმა ძროხის მოწველა დაიწყეს და ასე დაამკვიდრეს ყოველდღიურ რაციონში ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი.
დღეს მსოფლიოში ნატურალური და ხარისხიანი რძის წარმოების მხრივ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები გამოირჩევიან. თუმცა, ამ ქვეყნებს შორის ფინეთი უპირობო ლიდერია.
რძე და რძის პროდუქტები ფინეთის კვების კულტურის განუყოფელი ნაწილია ისევე, როგორც ქვეყნის სოფლის მეურნეობის მთავარი ბირთვი. ჩრდილოეთ ევროპის ამ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვების თითქმის 50% სწორედ რძესა და რძის პროდუქტზე მოდის.
ბრისტოლისა და ჰელსინკის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, ფინელების რძის პროდუქტებისადმი განსაკუთრებული სიყვარული უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ამავე კვლევის თანახმად, ფინეთის საშუალოსტატისტიკური მოსახლე წლიურად დაახლოებით
130 ლიტრ რძეს მოიხმარს. უმრავლესობა მათგანს კი ერთი ჭიქა რძის ან კეფირის დალევა სადილობის დროსაც წესად აქვს.
თითქმის საუკუნეა ფინური რძისა და რძის პროდუქტების სავიზიტო ბარათად კომპანია „ვალიო“ იქცა, რომლის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე ადგილობრივი რძის პროდუქტების ბაზრის ლომის წილი მოდის.
კომპანია „ვალიო“, რომელიც ფინურიდან თარგმანში „საუკეთესოს, ელიტურს“ ნიშნავს, 1905 წელს შეიქმნა. კომპანიის აქტივების 100%-ს ფინელი ფერმერები ფლობენ, რომელთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 8 ათასზე მეტია. კომპანიაში რძის წარმოება წლიურად თითქმის 1,9 მილიონ ტონას შეადგენს, რაც დღის განმავლობაში 5,5 მილიონი ლიტრია. დღეისათვის „ვალიოს“ პროდუქციის ასორტიმენტი 800-ზე მეტი დასახელების პროდუქტს მოიცავს.
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მომხმარებელი დღეს არჩევანს ფუნქციონალურ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე აკეთებს. მათი მოთხოვნების საპასუხოდ კომპანია „ვალიომ“ რძის პროდუქტების მთელი რიგი სახეობა გამოუშვა, რომელიც ყველა ტიპის მომხმარებლის მოთხოვნას აკმაყოფილებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სასარგებლო ეფექტი აქვს ჯანმრთელობაზე. სტატისტიკის საერთაშორისო სამსახურის მონაცემებით, კომპანიის პროდუქტი ევროპაში ყველაზე სუფთა რძისგან მზადდება.
„ვალიო“ პირველი რძისმწარმოებელი კომპანიაა, რომელმაც ულაქტოზო პროდუქტები გამოუშვა, რომელიც Zero Lactose-ის სერიის ქვეშ გამოდის. ამ სახის პროდუქცია იდეალურია მომხმარებლისთვის, რომელიც ლაქტოზას არ გამოიყენებს, თუმცა ამავდროულად „ვალიო ეილას“ ულაქტოზო პროდუქტი ხარისხითა და გემოთი არაფრით ჩამოუვარდება ე.წ. ჩვეულბრივ, ფრეშ რძეს მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქცია 0,01%-ზე ნაკლებ ლაქტოზას შეიცავს.
წამყვან პროდუქციას შორის არის “ცოცხალი“ ლაქტობაქტერია GG-ის შემცველი პროდუქტი, რომელიც ფუნქციონალურ პროდუქტს მიეკუთვნება. ამ სერიის პროდუქცია „ვალიო LGG“-ის (ელჯიჯის) სერიით არის ცნობილი და დადებით ეფექტს ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ეხმარება კუჭ-ნაწლავის პრობლემების მოწესრიგებაში, აძლიერებს იმუნინეტს, ებძრვის ინფექციებსა და ორგანიზმის ფუნქციურ მოშლილობას.
LGG-ის ბაქტერიის შემცველი პროდუქტების გამოშვება პირველად სწორედ ფინურმა კომპანიამ დაიწყო ჯერ კიდებ 90-იან წლებში. დღეს „ვალიო“ ელჯიჯის შემუშავების პატენტს ფლობს და ამ ბაქტერიის გამოყენების ლიცენზიას ყიდის.
ულაქტოზო და დაბალლაქტოზიანი პროდუქციის გარდა, „ვალიო“ აწარმოებს უგლუტეინო პროდუქციას, სპეციალურად ვეგეტარიანელებისთვის განკუთვნილ პროდუქციასა და დაბალი ცხიმის შემცველობის მქონე პროდუქციას.
კომპანიის სტანდარტების თანახმად, „ვალიოს“ პროდუქტები E-ხარისხის („ელიტა) რძისგან მზადდება. „ვალიოს“ რძე ხარისხის შემოწმების ყველა ჯაჭვს გადის - დაწყებული წარმოებიდან და ფერმაში რძის შენახვისგან, დამთავრებული ქარხანაში ნედლეულის მიტანით.
ფინური კომპანიის ერთ-ერთი მთავარი წარმატება სწორედ ის არის, რომ ყოველთვის ფეხს უწყობს თანამედროვეობას და პრაქტიკაში იყენებს ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს.
კომპანიაში ასევე ამყობენ, რომ მათი პროდუქცია არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია. ასეთი ტიპის პროდუქტებს ფინური კომპანია ტერმინით Luomu აღნიშნავს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პროდუქტი დამზადებულია პესტიციდების, ზრდის რეგულიატორებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტების გარეშე.
ფინეთში, რომელიც მსოფლიოში ცნობილია, როგორც ერთ-ერთ ყველაზე სუფთა ქვეყანა, სუფთა ჰაერითა და ნაკლები გამონაბოლქვით, კანონით იკრძალება ძროხების კვებისას გენმოდიფიცირებული მიწის გამოყენება. ფინეთში, როგორც წესი, ძროხებისთვის საკვებ კორმას თავად ის ფერმერები აწარმოებენ, რომლებიც რძის წარმოებით არიან დაკავებული. ერთ ფინურ ფერმაზე დაახლოებით 30 ძროხა და 35 ჰექტარზე გადაჭიმული საძოვრები მოდის.

„ვალიოს“ ძროხები ნატურალური კორმით - ბალახითა და თივით, სუფთა საბალახოზე ან სილოსის ფორმით იკვებებიან.
უმაღლესი ხარისხის ძროხის რძისგან და ცოცხალი ხილის დამატებით მზადდება „ვალიოს“ იოგურტები და მაწონი, რომელიც სასარგებლო მიკროფლორას შეიცავს და არ ექვემდებარება თერმულ დამუშავებას, ანუ ინარჩუნებს ყველანაირ კეთილს თვისებასა და ვიტამინს.
სხვა კომპანიის რძის პროდუქტებისგან განსხვავებით, „ვალიოს“ პროდუქციის უპირატესობაა ისიც, რომ მათი ვადა დაახლოებით 25 დღეა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ეს პროდუქცია მართლაც ჯანსაღი და ფრეშია. სწორედ ამის გამო უკვე წლებია ფინური კომპანია არავის უთმობს ლიდერის პოზიციებს მსოფლიო რძის ბაზარზე. მის პროდუქციაზე მოთხოვნა კი სულ უფრო იზრდება როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე საქართველოშიც.
ქართველი მომხმარებელს უკვე რამდენიმე წელია აქვს „ვალიოს“ პროდუქციის შეძენის ფუფუნება. თუმცა, თუ აქამდე ფინური ბრენდი საქართველოსთვის ბევრისთვის მხოლოდ „ვიოლას“ მდინარი ყველით და კარაქით იყო ცნობილი, დღეს „ვალიოს“ ფართო პროდუქციის არჩევანი „ევროპროდუქტის“ სუპერმარკეტებშია.
სუპერმარკეტების ქსელი ”ევროპროდუქტი” 3 მაღაზიას აერთიანებს. მისამართები: ცინცაძის #56, ნუცუბიძის #129 და აბაშიძის #73. 
2015 წლის დეკემბერში იგეგმება მეოთხე მაღაზიის გახსნა ვერაზე, თარხნიშვილისა და ხორავას ქუჩების  კვეთაზე.
2764
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები