"მილკო ფუდი" ერთადერთია ბაზარზე, რომელიც იოდირებულ მაწონს, ბიფიდო მაწონს, ბიფიდო არაჟანსა და ბიფიდო კეფირს აწარმოებს იხილეთ ვიდეო
კომპანია "მილკო ფუდმა" საახალწლოდ მომხმარებელს მთლიანად ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებული, ცილით მდიდარი და მრავალფეროვანი ასორტიმენტის ტკბილი დესერტი - "ხაჭოს კრემი", "იოგურტი" და "ნუგბარ ხაჭო" შესთავაზა.
იმისთვის, რომ ორგანიზმმა კალცის დღიური ნორმა მიიღოს, კვების რაციონში "მილკო ფუდის" რძის ნაღებზე დამზადებული პროდუქციის ჩართვა ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია.
12 წლიანი გამოცდილების კომპანია "მილკო ფუდი" ერთადერთია ბაზარზე, რომელიც ჯანსაღი ხაზის პროდუქტს - იოდირებულ მაწონს, ბიფიდო მაწონს, ბიფიდო არაჟანსა და ბიფიდო კეფირს აწარმოებს.
"მილკო ფუდის" პროდუქცია გარდა იმისა, რომ გემრიელია, სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და არ არის გენმოდიფიცირებული. სწორედ ამიტომაა, რომ "მილკო ფუდის" ნაწარმს პედიატრები და ენდოკრინოლოგები რეკომენდაციას უწევენ.
"მილკო ფუდს" "ქართული ხარისხის ნიშანი" აქვს, თანამედროვე მანქანა-დანადგარებითაა აღჭურვილია და საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. საწარმოს ხშირად სტუმრობენ, როგორც სტუდენტები, ასევე სკოლის მოსწავლეები და წარმოების პროცესს ადგილზე ეცნობიან.
კომპანიაში 80-მდე დასახელების პროდუქტი იწარმოება. "მილკო ფუდის" მუშაობის მთავარი პრინციპი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებაა, რაც პროდუქციის მრავალფეროვნებას განაპირობებს.
"მილკო ფუდი" ყველას ულოცავს დამდეგ შობა-ახალ წელს და უსურვებს ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს.