6 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული ბავშვისთვის
6 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული ბავშვისთვის
ყველა სახის ბოსტნეული სასარგებლოა, თანაც არამარტო ბავშვებისთვის. ამის მიუხედავად, დიეტოლოგები საგანგებოდ გამოყოფენ 6 ბოსტნეულს, რომლებიც მათი თქმით, განსაკუთრებით სასარგებლოა.

კომბოსტო
გარდა იმისა, რომ საჭირო ვიტამინებით სავსეა, უხვად შეიცავს უჯრედისს, ფოლიუმის მჟავას, კალციუმს, ფოსფორს და უამრავ მიკროელემენტსა თუ აბტიოქსიდანტს. კომბოსტოს რეგულარული მოხნარება ბავშვს გაციებისგანაც დაიცავს და ზედმეტი წონის "აკრეფაშიც" შეუშლის ხელს. სხვათა შორის, ნევროლოგიური დარღვევების პროფილაქტიკაც გახლავთ. თანაც, სასარგებლოა კომბოსტოს ყველა ნაირსახეობა, თუმცა განსაკუთრებულად - ბროკოლი და ყვავილოვანი.

სტაფილო
A ვიტამინის ნამდვილი საბადოა. სტაფილო ხელს უწყობს ჯანმრთელი კბილების ჩამოყალიბებას, აუმჯობესებს მხედველობას
და საჭმლის მონელებას. სტაფილოს წვენი ბავშვს სრულფასოვან ძილშიც ეხმარება.

პომიდორი
მასში შემავალი ლიკოპენი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია. ამას გარდა, უამრავ ვიტამინს შეიცავს, რაც მოზარდი ორგანიზმისთვის არის აუცილებელი. პომიდორი ეხმარება ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას. აქვს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

მწვანე ხახვი
შეუდარებელი დამხმარეა საკვების მონელების დროს. 50 გრამი მწვანე ხახვი საკმარისია დღიური C ვიტამინის მისაღებადაც.

ჭარხალი
იოდის, სპილენძისა და ვიტამინების წყაროა და ჰემოგლობინის აწევას უწყობს ხელს. თუ კერძებში რეგულარულად დაამატებთ ჭარხალს, ამით თქვენი შვილისთვის ანემიის კარგ პროფილაქტიკას უზრუნველყოფთ. შესანიშნავი სტიმულატორია ტვინის მუსაობისთვის და ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს.

ბულგარული წიწაკა
მნიშვნელობა არა აქვს, რა ფერია, ყველა
სახეობა მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით. აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობას. ეხმარება ორგანიზმს უძილობასთან ბრძოლაში და ააქტიურებს ტვინის უჯრედების მუშაობას.

ეს შესანიშნავი ექვსეული ბავშვის მენიუში სისტემატურად უნდა Cართოთ, თუმცა ნურც სხვა ბოსტნეულს დაივიწყებთ. კარტოფილი, ბოლოკი, ბადრიჯანი, მწვანილი ასევე ბავშვის მენიუსთვის შესაფერისი კომპონენტებია. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება ბავშვის მენიუ, მით უკეთესია მისი განვითარებისთვის.
28297
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ნინა
0
კარგი იქნება თუ დაწერთ ხოლმე სხვადასხვა ბოსტნეულის სწორად თერმულად დამუშავების წესებსაც. მაგალითად, ბროკოლი, უზომოდ სასარგებლოა, თუმცა თუ ერთ წუთზე მეტ ხანს მოვხარშავთ, თითქმის სრულიად კარგავს ყველა ვიტამინს და ჩალის ფასი აქვს მის მიღებას.
15:36 / 29-01-2016
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?