და როგორ უნდა აარჩიოთ ზეთი სწორად ზეითუნის ზეთი აუმჯობესებს იმუნურ და ძვლოვან სისტემას, ამცირებს გულითა და შაქრიანი დიაბეტით დაავადების რისკს. ეს სტატია ხარისხიანი ზეითუნის ზეთის შეძენაში დაგეხმარებათ.
ზეითუნის ზეთი ძლიერი ანტიოქსიდანტია, იცავს ტვინს.
ზეითუნის ზეთი მდიდარია ბუნებრივი ანტიოქსიდანტით - პოლიფენოლით, რომელიც ტვინის უჯრედებს დაბერების უფლებას არ აძლევს. ზეითუნის ზეთი მდიდარია E და K ვიტამინებით. E ვიტამინი დაბერების უფლებას არ მოგცემთ, აგავსებთ ენერგიით, მისი ნაკლებობა გადაღლილობას იწვევს. გარდა ამისა, თუ ვიტამინ C-საც მიიღებთ, გაგიუმჯობესდებათ მეხსიერება და თავს დაიცავთ ისეთი ვერაგი დაავადებისგან, როგორიც ალცჰეიმერია. მისგან დაგიცავთ K ვიტამინიც.
ის ტვინს ინფორმაციის მიღება-გადამუშავებაში ეხმარება. ცდის შედეგად დამტკიცდა, რომ ალცჰეიმერით დაავადებულ ადამიანებს K ვიტამინი აკლდათ.
გარდა ამისა, ტრანსცხიმები, რომლებსაც ფასტ-ფუდების მომზადებისას იყენებენ, დეპრესიას იწვევს. ზეითუნის ზეთი კი მის გამომწვევ მიზეზს 50 პროცენტით ამცირებს.
როგორ ავარჩიოთ საუკეთესო ხარისხის ზეითუნის ზეთი განაგრძეთ კითხვა