რომელი ზეთი გამოვიყენოთ ბავშვთა კვებაში
რომელი ზეთი გამოვიყენოთ ბავშვთა კვებაში
ზეთი პატარების რაციონის აუცილებელი კომპონენტია. ზეთი უმთავრესად ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავების უხვი შემცველობით ფასობს. ეს მჟავები აუცილებელია ადამიანის უჯრედებისთვის, რადგან აქტიურად მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. გარდა ამისა, მცენარეული ცხიმი E ვიტამინის ძირითადი წყაროა, ეს უკანასკნელი კი მეტად სასარგებლოა პატარებისათვის. მისი წყალობით ბავშვის კანი ელასტიკური და ჯანსაღი ხდება. განსაკუთრებით სასარგებლოა არარაფინირებული ზეთი - ის მდიდარია ფოსფოლიპიდებით, რომლებიც ხელს უწყობს ვიტამინებისა და სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებების ათვისებას.

ზეთი საუკეთესო ნაღველმდენი საშუალებაა. გარდა ამისა,
გამოირჩევა საფაღარათო მოქმედებით და, ამდენად, პირდაპირ ნაჩვენებია იმ ბავშვებისთვის, რომელთაც კუჭის მოქმედება უჭირთ. უმჯობესია, უმთავრესად ზეითუნის ზეთი გამოიყენოთ - ის ნაკლებად ალერგიულია და, რაც მთავარია, სრულად აითვისება, სიმინდისა და მზესუმზირას ზეთისგან განსხვავებით.

ზეთების მოკლე დახასიათება

მზესუმზირას ზეთი - ყველაზე ფართოდაა გავრცელებული და ნებისმიერი ოჯახის სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. უხვად შეიცავს E ვიტამინსა და ცხიმოვან მჟავებს (ომეგა-6). ცალკეულ კომპონენტთა შემცველობის გამო ბავშვებში ზოგჯერ ალერგიულ რეაქციებს იწვევს.
ზეითუნის ზეთი - აითვისება 100%-ით. ერთადერთი ზეთია, რომელსაც სრულფასოვნად და ადვილად ითვისებს ორგანიზმი. ზეითუნის ზეთი განსაკუთრებით სასარგებლოა
ნივთიერებათა ცვლისთვის, გულის მუშაობისა და გამომყოფი სისტემის ფუნქციობისთვის. პატარებისთვის რეკომენდებულია ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი. იხილეთ გაგრძელება
6686
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```