ყველაზე მავნე პროდუქტები, რომლების ჭამაც არ ღირს!
ყველაზე მავნე პროდუქტები, რომლების ჭამაც არ ღირს!
რა საფრთხეს შეიცავს ყველაზე ნაცნობი და უბრალო პროდუქტები? ამ კერძების გარეშე რომ არ დარჩეთ, ჩვენ სასარგებლო ალტერნატივას გთავაზობთ.
ხშირად ჩვენ უპირატესობას გემოს ვანიჭებთ და იგნორირებას ვუკეთებთ პროდუქტების მავნებლობას, არც ვუფიქრდებით იმას, თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს ორგანიზმისთვის ესა თუ ის პროდუქტი.

1. შოკოლადის ბატონები და სხვადასხვა კანფეტეული
შაქრის დღიური ნორმა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადგინა, შეადგენს არანაკლებ 50 გრამს, რაც 10 ჩაის კოვზს შეესაბამება. მისი გამუდმებით გადაჭარბებით მიღების შემდეგ თქვენ იქნებით
რისკ-ჯგუფში იმ დაავადებებისა, როგორიცაა გაცხიმოვნება, დიაბეტი და კბილის პრობლემები.

• საყურადღებოა იმის ცოდნა, რომ ჩვენ მიერ მოხმარებული შაქრის ძირითადი ნაწილი - არ არის კოვზი შაქარი, რომელსაც ჩაიში ვყრით. ეს არის ის, რასაც მწარმოებლები უმატებენ იოგურტში, პურში, სოუსებსა და ბევრ სხვა პროდუქტში. სწორედ აქ იმალება შოკოლადის ბატონების მთავარი საშიშროება. შოკოლადის ბატონების ერთ ბატონში ხომ შაქრის უკვე ერთი მთელი დღის ნორმაა. ამას ემატება სტაბილიზატორები, გემოს გამაძლიერებლები და კონსერვანტები.
mshoblebi
• თუ თქვენ ტკბილის გამოუსწორებელი მოყვარული ხართ, ასეთი ბატონები შეცვალეთ შავი შოკოლადით, საღეჭი მარმელადით, ჩირებით და თაფლით. შეიძლება ასევე ტკბილეულის სახლში მომზადებაც.

2. შემწვარი კარტოფილი და კარტოფილი ფრი
კარტოფილი ფრის მავნებლობაზე, რომელიც ნებისმიერ რესტორანსა თუ სასადილოში იყიდება,
არაერთხელ დაწერილა და თქმულა. გარდა იმისა, რომ მის მოსამზადებლად გამოიყენება გენმოდიფიცირებული კარტოფილი, მისი შეწვის პროცესი უფრო საყურადღებო და მნიშვნელოვანია. იხმარება დაბალი ხარისხის ზეთი, რომელსაც მრავალჯერადად იყენებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მასში წარმოიქმნება კანცეროგენები. ასევეა სახლში შემწვარი კარტოფილის შემთხვევაშიც. ნუ დაგავიწყდებათ, რომ კარტოფილი სახამებელია, რომლის რეგულარულად მოხმარება არასასურველად მოქმედებს აღნაგობაზე, ხოლო ზეთთან ტანდემში საკმაოდ სახიფათოა როგორც ფიზიკური ფორმების, ასევე ჯანმრთელობისათვის.
mshoblebi
რა თქმა უნდა, მთლად უარი თქვათ შემწვარ კარტოფილზე არ არის აუცილებელი, მაგრამ შეეცადეთ ბოროტად არ გამოიყენოთ. სჯობს შეცვალოთ დაბალკალორიული ბოსტნეულით როგორიცაა: ყაბაყი, ბადრიჯანი, და სახვადასხვა სახეობის კომბოსტო. კარტოფილი ფრი კი სჯობს დაივიწყოთ. თქვენი ორგანიზმი მადლობას გეტყვით ამისთვის.

3. ძეხვი და სოსისი
არ ღირს იმის დაჯერება, რაც შეფუთვაზე ძეხვს ან სოსისს აწერია: რომ იგი დამზადებულია სუფთა ხორცისგან, ტრანსგენური სოიოსა და სხვა გაურკვეველი დანამატების გარეშე. სიმართლეა ის, რომ ამ კატეგორიის ნებისმიერი პროდუქტი შეიცავს ხორცის ნარჩენებს, კანს, ხრტილებსა და ძვლებს, ასევე სალას, სოიოს, კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებსა და გამასქელებლებს. აქედან გამომდინარე, მათი რეგულარული მოხმარება, როგორც ძირითადი საკვებისა, მიგვიყვანს გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიურ დაავადებებთან. ძეხვის ალტერნატივად შეიძლება გამოიყენოთ სახლში მომზადებული სენდვიჩები ქათმის, ინდაურის ხორცითა და ნაკლებად მარილიანი თევზით.
mshoblebi

4. პოპკორნი
პოპკორნი (ანუ ბატიბუტი) საკმაოდ კალორიული პროდუქტია, რომელშიც დიდი რაოდენობით ვიტამინები და მინერალებია. თუმცა ის მოხვდა ჩვენს დღევანდელ ჩამონათვალში, რაც შემთხვევითი არ არის. საქმე იმაშია, რომ მის მოსამზადებლად გამოიყენება ზეთი, შაქარი, მარილი და გემოს გამაძლიერებელი. ერთი პორციის დანამატების რაოდენობა აღემატება ადამიანისთვის რეკომენდებულ დღეღამურ ნორმას. ერთდროული მოხმარება ასეთი რაოდენობის შაქრისა შეიძლება სისხლში გლუკოზის მკვეთრი მომატებით გამოიხატოს, ხოლო დიდი ოდენობით მარილი გამოიწვევს არტერიული წნევის მომატებას და თირკმლების დამატებით დატვირთვას.
mshoblebi
თუ საყვარელი ფილმის ყურებისას აუცილებლად რაიმე უნდა „აკნატუნოთ“, მიირთვით სახლში დამზადებული ვაშლისა და ჭარხლის ჩიფსები. მოსამზადებლადაც ადვილია და სარგებლობა ხომ ბევრად მეტი აქვს.
25929
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
2+2=$
0
შემწვარი ყველაფერი მავნებელია.
23:13 / 17-05-2016
gerchi
0
სახლსჰი სჰემწვარი კარტოფილი მავნებელია არა ? გლეხის მოყვანილი , უსასუქო და მერე კარგი დიასახლისის შემწვარი მავნებელია ? ზოგიერთი ადგილი მოისინჟეთ , ვინც ასეთ იდიოტიზმს წერთ , ე მანდ უცხო სხეულს ხომ არ გრძნობთ ?! კარტოფილი ერთ=ერთი უსაფრთხო და სასარგებლო პროდუქტია . მე თქვენი ბოტანიკის მასწავლებელი შევათვალიერე ადექვატურად ! :)
11:08 / 14-05-2016
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```