ხშირად წინააღმდეგობას გვიწევენ და არ სურთ დილით ჭამა. როგორ უნდა მოიქცეს დედა ამ შემთხვევაში ბავშვისთვის საუზმე აუცილებელია, მაგრამ ხშირად წინააღმდეგობას გვიწევენ და არ სურთ დილით ჭამა. როგორ უნდა მოიქცეს დედა ამ შემთხვევაში?
ყველაფრის მიუხედავად, როგორმე მოახერხეთ და საუზმე ბავშვის გემოვნებას შეუხამეთ. ნუ აჭმევთ ბავშვს საწოლში. აცადეთ გაღვიძება, ტუალეტის მოთავება, ხელ-პირის დაბანა და მხოლოდ შემდეგ შესთავაზეთ საუზმობა.
აი, საუზმობამდე გასათვალისწინებელი რამდენიმე მოკლე წესი:
გაღვიძებიდან საუზმობამდე 20-30 წუთი უნდა იყოს გასული.
მანამდე უნდა იყოს ვარჯიში და შხაპი.
საუზმე უნდა იყოს მსუბუქი, მაგრამ სასარგებლო.
კერძები გემრიელი და ლამაზი.
აი, როგორი უნდა იყოს იდეალური საუზმე ბავშვისთვის:
პირველი საუზმე - ფაფები
ყველაზე სასარგებლო ფაფების სიაში შედის: ბრინჯი, წიწიბურისა და ხორბლის ფაფა. მანანის ბურღულის ფაფის ხშირი ჭამა არ შეიძლება. თუმცა, კვირაში ერთხელ დაშვებულია. ფაფაში შეგიძლიათ დაუმატოთ თაფლი, თხილი, ხილი. ფაფა უნდა მორთოთ, რათა ბავშვისთვის უფრო გემრიელი და მიმზიდველი გახდეს.
მეორე საუზმე - მობრაწულა
ბავშვი სიამოვნებით შეჭამს ბრინჭის მობრაწულას ხილით ან წიწიბურას ხაჭოთი ან შვრიის ფაფის მობრაწულას ვაშლით.
მესამე საუზმე - ომლეტი
ნოყიერი და გემრიელი ომლეტი თქვენს პატარას აუცილებლად მოეწონება. თუმცა, პატარა ბავშვისთვის კვირაში ორ კვერცხე მეტის ჭამა არ შეიძლება, რადგა როგორც ცნობილია, კვერცხი მძიმე საკვებია კუჭისთვის.
მეოთხე საუზმე - მსუბუქი
თუ ბავშვი დილაობით საკვების მიღებაზე უარს აცხადებს, მსუბუქი საუზმე შესთავაზეთ. ეს შეიძლება იყოს ხილის იოგურტი, მოხარშული კვერცხი ან სენდვიჩი.
მეხუთე საუზმე - გამომცხვარი ხილი
საუზმისთვის შეგიძლიათ მოამზადოთ გამომცხვარი ვაშლი, რომლის გულიც გამოტენილი იქნება თხილით, ჩირით, თაფლითა და ხაჭოთი. ეს სასარგებლო და გემრიელი საუზმეა. ინგრედიენტების შეგიძლიათ სურვილისამებრ შეცვალოთ.