მიუხედავად იმისა, რომ ყველგან იყიდება, ხშირად დიასახლისებს ის ყურადღების მიღმა რჩებათ როცა ზეთის შესარჩევად მაღაზიის თაროსთან მიდიხართ, თითქმის ყოველთვის შეგიძლიათ შენიშნოთ სიმინდის ზეთიც. მიუხედავად იმისა, რომ ყველგან იყიდება, ხშირად დიასახლისებს ის ყურადღების მიღმა რჩებათ.
არადა ეს ოქროსფერი ზეთი გემოვნური და გასტრონომიული თვისებებით არ ჩამოუვარდება ზეითუნის ზეთს, ხოლო მზესუმზირისას აჯობებს კიდეც. იგი იდეალურია სალათებისა და გამოცხობისთვის, სოუსების, შეწვისა და ფრიტიურში გამოსაყენებლად.
ყველაზე გავრცელებული ზეთებია: მზესუმზირის, ზეითუნის და სიმინდის. მზესუმზირისა უნივერსალურია, მისი გამოყენება შესაწვავადაც შეიძლება, სალათებისთვისაც და გამოსაცხობადაც. ზეითუნის ზეთი უმჯობესია ბოსტნეულის სალათებისა და თევზის კერძებისთვის გამოიყენოთ. მიჩნეულია, რომ ზეითუნის ზეთში პროდუქტების შეწვა არ შეიძლება, რადგან გაცხელებისას სასარგებლო თვისებებს კარგავს.
სიმინდის ზეთს ნეიტრალური გემო აქვს. იგი იდეალურია საკონდიტრო ნაწარმის მოსამზადებლად, ხორცისა და თევზის შესაწვავად, სადილების მოსამზადებლად. მასში შეგიძლიათ ბოსტნეული და ხორცი, დაბალ ცეცხლზე, მოთუშოთ და იგი სასარგებლო თვისებებს არ დაკარგავს. სიმინდის ზეთს უჩვეულო გემო და არომატი აქვს. ამიტომ, როგორც წესი, რაფინირებული სახით იყიდება. თუმცა არც ასეთი პროდუქტი კარგავს გემოვნურ და სასარგებლო თვისებებს.
ცივი გამოხდის სიმინდის ზეთს ოქროსფერ-ყვითელი შეფერილობა აქვს; ცხელისას - გაცილებით მუქი.
რითია სასარგებლო სიმინდის ზეთი
სიმინდის ზეთი თვისებებით მზესუმზირისას ჰგავს, მაგრამ ორჯერ მდიდარია ე ვიტამინით. რომელიც ორგანიზმის დაბერებაზეა პასუხისმგებელი. ამიტომ, სიმინდის ზეთი ყოველდღიურად უნდა მიიღოთ. დიეტური კვების დროსაც კი. სიმინდის ზეთი დადებითად მოქმედებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობაზე. კაპილარებს ელასტიკურობას ანიჭებს. აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას, ნივთიერებათა ცვლას. მოგიხსნით დაღლილობას, ნერვულ დაძაბულობას, აგიმაღლებთ ტონუსს.
სიმინდის ზეთის გამოყენება ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვის, რომლებსაც შეკრულობა აწუხებთ. ამისათვის საჭიროა 1-2 ჩაის კოვზი სიმინდის ზეთი ფაფებს ან წვნიანებს უმად მოასხათ და ასე აჭამოთ პატარებს.
რჩევა!
სიმინდის ზეთის ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ ბოთლს, თუ მის ძირში ნალექია, არ შეიძინოთ. გაცხელებისას იგი აქაფთდება და მწარე გემო ექნება.
მოარიდეთ ზეთი მზის სხივებს, სითბოს: ასე იგი სწრაფად გაფუჭდება.