გადახედეთ, რომელი ფირმის თაფლებია შესწავლილი როგორც აღმოჩნდა, დაფასოებული ქართულ თაფლი ანტიბიოტიკებს შეიცავს. დასკვნას სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ვებ-გვერდი "momxmarebeli.ge აქვეყნებს. ორგანიზაციამ მომხმარებლის თხოვნის საფუძველზე ქართულ ბაზარზე არსებული თაფლის სახეობები შეისწავლა.
შემოწმდა შემდეგი სახელწოდების თაფლი:
"ცაცხვის" - შპს "მეფუტკრე", გამოშვების თარიღი 07-12-2015;
"ქართული თაფლი" - შპს "მეთაფლია", გამოშვების თარიღი 25-12-2015;
ნატურალური ალპური ზონის თაფლი "ფეფე", ი.მ. "გიორგი ტატიშვილი", გამოშვების თარიღი 27-09-2015;
ცაცხვის თაფლი "დათუნია", შპს "მაჭახელა", გამოშვების თარიღი15-12-2015;
" მაისის თაფლი", შპს "გსქ კულა", გამოშვების თარიღი 10-12-2015;
"თაფლი ნატურალური" რკ "გომი", გამოშვების თარიღი 20-07-2015;
"ცაცხვის თაფლი", შპს "ლავიგო", გამოშვების თარიღი არ არის მითითებული;
"თაფლი სტორის ხეობიდან", ი.მ. "მამუკა ტერტერაშვილი", გამოშვების თარიღი მითითებული არ არის;
"მაისის თაფლი", შპს "ფუტკარა", გამოშვების თარიღი 11-12-2015.
ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით პროდუქტების ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები ნორმაშია. ასევე ნორმის ფარგლებშია პროდუქტში პესტიციდების ნარჩენი რაოდენობა.
სამაგიეროდ, თითქმის ყველა პროდუქტში აღმოჩნდა ანტიბიოტიკების ტეტრაციკლინის და ქლორამფენიკოლის ნარჩენი რაოდენობა. (იხილეთ ცხრილი)
momxmarebeli.ge განმარტავს, რომ შემოწმებულ თაფლებში ტეტრაციკლინის რაოდენობა ნორმის ფაგლებშია. რაც შეეხება ქლორამფენიკოლს, მისი ნარჩენის არსებობა სასურსათო პროდუქტში ნებისმიერი რაოდენობით იკრძალება ევროკავშირის ქვეყნებში, ხოლო საქართველოში ეს აკრძალვა ძალაში შევა 2016 წლის ივლისიდან.
მეფუტკრეები ფუტკარს გარკვეული დაავადებების თავიდან ასაცილებლად ანტიბიოტიკებს აწვდიან. ნივთიერება კი თაფლშიც გადადის, რაც ნაMდვილად არ არის სასურველი.
მომზადებულია momxmarebeli.ge-ს მიხედვით.