შეგიძლიათ თავად დაამზადოთ ბავშვისთვის მოსაწონი და სასარგებლო ბუტერბროდი მშობლების უმეტესობა ფიქრობს, რომ ბუტერბროდში (პური, კარაქი, ძეხვი) სასარგებლო არაფერია, მაგრამ შეგიძლიათ თავად დაამზადოთ ბავშვისთვის მოსაწონი და სასარგებლო ბუტერბროდი. ისინი სკოლაში წასახემსებლადაც ძალიან პრაქტიკულია.
ბუტერბროდის დამზადებაში დიდი მნიშვნელობა აქვს პურს. სასურველია, იგი ხარისხიანი იყოს, მაგალითად, დაღეღრილი ხორბლის. ბუტერბროდისთვის სასარგებლო ინგრედიენტებია: კარაქი, ყველი, ხაჭო, მწვანილი, მოხარშული და გახეხილი კვერცხი არაჟნით, ცოცხალი ბოსტნეული. შეგიძლიათ, ექსპერიმენტის სახით, ტკბილი ბუტერბროდი დაამზადოთ: ხაჭოთ და ბანანით (ან ხილი სურვილისამებრე ცვალოთ). ხორცეულიდან უპირატესობა მიანიჭეთ შინ მომზადებულ პაშტეტს, გამომცხვარ/მოხარშულ ქათმის ან ინდაურის ხორცს.
გთავაზობთ სასარგებლო ბუტერბროდის რამდენიმე რეცეპტს:
ბუტერბროდი თევზითა და ხაჭოთი
თევზის ფილე - საუკეთესო ინგრედიენტია ბუტერბროდისთვის. მოხარშეთ, შეწვით ან მოამზადეთ ორთქლზე, დაუმატეთ ხაჭო, მწვანილი და მარილი გემოვნებით. უმჯობესია, ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. შეგიძლიათ ხელის ბლენდერიც გამოიყენოთ. ასეთ ბუტერბროდს სალათის ფურცლებიც მოუხდება.
შინაურული ჩისბურგერი
დაგჭირდებათ: ჰამბურგერის ფუნთუშა, შინ მომზადებული ქათმის კატლეტი, სალათის ფურცელი, ყველი, პამიდვრისა და კიტრის ნაჭრები. კარაქი.
ფუნთუშა შუაზე გაჭერით. წაუსვით კარაქი, დაალაგეთ ინგრედიენტები და ზემოდან ფუნთუშას მეორე ნაჭერი დააფარეთ.
ბოსტნეულის შაურმა ქათმის ფილეთი
დაგჭირდებათ: ლავაში, კიტრი, ტკბილი წიწაკა, ქათმის ხორცი, სალათის ფურცელი. ლავაშის მართკუთხედ ფორმაზე მოათავსეთ ინგრედიენტები და ლავაშს კონუსის ფორმა მიეცით.
ბუტერბროდის ინგრედიენტები სურვილისამებრ ცვალეთ. მთავარია, მასში იყოს სასარგებლო ინგრედიენტები, განსაკუთრებით ცოცხალი ბოსტნეული და მწვანილი შეიტანოთ. გემრიელად შეზავებულულს თუ ბლენდერსაც დაახმართ, ადვილადაც წაუსვამთ პურს და ბავშვსაც მისი ჭამა გაუიოლდება.