იქნებ ბოსტნეული რაიმე სახით მოვაწონოთ ჩვენს შვილებს ბავშვის ორგანიზმისთვის ბოსტნელის მიწოდება აუცილებელია. სამწუხაროდ, თავად ბავშვები ასე არ ფიქრობენ და მშობელმაც აღარ იცის, რით "შეაპაროს" სასარგებლო საკვები. რას ვიზამთ, ისღა დაგვრჩენია ნაირ-ნაირი მცდელობები განვახორციელოთ და იქნებ ბოსტნეული რაიმე სახით მოვაწონოთ ჩვენს შვილებს. ეს სალათაც შეიძლება მორიგ ასეთ მცდელობად ჩავთვალოთ.
დაგჭირდებათ:
ბოლოკი
კიტრი
სტაფილო
ნიგოზი
სალათის ფურცლები
ზეითუნის ზეთი
ლიმონის წვენი
მომზადება
• კიტრი, ბოლოკი და სტაფილო ძალიან თხლად გახეხეთ. ასევე გახეხეთ ნიგოზი. აურიეთ ერთმანეთში, ლიმონის წვენითა და ზეთით შეაზავეთ. ეს მასა ბოლოს სალათის ფურცლებზე გაანაწილეთ. ბავშვის სურვილის შესაბამისად, შეგიძლიათ ის ბოსტნეული დაუმატოთ, რომელიც უფრო მოსწონს.