იოგურტის მიღებისას ნუ იქნებით დარწმუნებული იმაში, რომ თქვენი ორგანიზმი იღებს ყველა საჭირო ნივთიერებას მრავალრიცხოვანი რეკლამები გვარწმუნებენ, რომ იოგურტის მიღება ორგანიზმისთვის აუცილებელია, რადგან იგი პრობიოტიკების და სასარგებლო ბაქტერიებისის წყაროა. მითია ეს თუ რეალობა?
სტანდარტის მიხედვით, იოგურტი, რომლის შემადგენლობაშიც შედის პრობიოტიკების სპეციალური სახეობა (ლაქტო და ბიფიდო ბაქტერიები), უზრუნველყოფს არა მარტო საჭირო მიკროფლორის აღდგენას ორგანიზმში, არამედ აძლიერებს იმუნიტეტსაც. საკვები პროდუქტების უსაფრთხოების ევროპული სააგენტოს წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, გადაემოწმებინათ, შეესაბამებოდა თუ არა სინამდვილეს მწარმოებლების განცხადება პროდუქტის სარგებლობის თაობაზე.
ჩატარებული ექსპერიმენტის თანახმად, მათ განაცხადეს, რომ ძირითად შემთხვევებში, სარეკლამო პროპაგანდასა და სლოგანებს არავითარი საერთო არ აქვთ სინამდვილესთან. აღმოჩნდა, რომ 55 ევროპული მარკის პროდუქციიდან მხოლოდ მესამედი შეესაბამებოდა სტანდარტს. მკვლევართა სააგენტოს ჯგუფის წარმომადგენელმა ალბერტ ფლინმა აღნიშნა, რომ შემოწმდა პრდუქტში არა მარტო პრობიოტიკების შემცველობა, არამედ ყველა კვებითი ღირებულება: მინერალები, ვიტამინები, უჯრედისი, ცხიმისა და ნახშირწყლების რაოდენობა.
გამოკვლევის შედეგის თანახმად, იოგურტის მიღებისას ნუ იქნებით დარწმუნებული იმაში, რომ თქვენი ორგანიზმი იღებს ყველა საჭირო ნივთიერებას. გარდა ამისა, ზოგიერთი სავაჭრო ფირმის პროდუქციის მწარმოებლები აცხადებენ, რომ მათ მიერ გამოშვებული პროდუქტი ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს ნაწლავებში. სინამდვილეში არც ეს აღმოჩნდა სიმართლე.
ასე რომ, ყიდვის დროს მაქსიმალურად ყურადღებით იყავით, დააკვირდით ვადებს, შემადგენლობას და სასურველია, გამოშვებიდან გამოყენებამდე ვადა არ ჰქონდეს ბევრი - რაც მეტ ვადებზეა გათვლილი მისი გამოყენება, მით უფრო მეტ კონსერვანტს შეიცავს.