რისგან ამზადებენ სინამდვილეში საღეჭ რეზინს - ამის ნახვა გაგაოგნებთ! (+ვიდეო)
საღეჭი რეზინა... საყვარელი ნუგბარი ნებისმიერი ბავშვისთვის! რამდენჯერაც არ უნდა დაგვიშალოს და ლექცია წაგვიკითხოს მშობელმა მისი მავნებლობის შესახებ, აკრძალული ხილი ყოველთვის გემრიელია. არადა, ფორთოხლის, შოკოლადის, მარწყვის და ვინ მოსთვლის, კიდევ რისი არომატით არ შეგხვდებათ დახლებზე!

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ  თანამედროვე საღეჭი რეზინის პირველი პროტოტიპი ნეოლითის ხანაში - 5000 წლის წინ იყო ნაპოვნი. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ ძველი ბერძნები კბილებისა და პირის ღრუს სისუფთავისთვის, საჭმლის ნარჩენებისგან გასათავისუფლებლად ღეჭავდნენ ხის ქერქზე მიმხმარ ხის "ფისს".

საღეჭი რეზინის პირველი ფაბრიკა ამერიკაში აშენდა. ამ პროდუქტის პირველ მწარმოებლად ითვლება ამერიკელი ჯონ კორტისი. მალე საღეჭი რეზინის წარმოება მთელ მსოფლიოს მოედო. თუმცა საბჭოთა კავშირში საღეჭი რეზინი იდეოლოგიურ დევნას განიცდიდა.
დღეს ამ პროდუქტით ვერავის გააკვირვებთ. დაფიქრებულხართ იმაზე, თუ როგორ მზადდება დღევანდელი საღეჭი რეზინები? ნახეთ, რა ხდება დიდი ქარხნის კარის მიღმა, სადაც ტონობით აწარმოებენ ჩვენს "საყვარელ" პროდუქტს. რა თქმა უნდა, საღეჭი რეზინის წარმოების დროს გამოიყენება დიდი რაოდენობით ქიმია.

როგორც ვიდეოზე ჩანს, ყველაფერი იწყება საღეჭი ფუძისგან, ნივთიერებისგან, რომელიც იძლევა საშუალებას პროდუქტი ადვილად დასაღეჭი გახდეს. ადრე ფუძედ იყენებდნენ ხის ფისს, ახლა კი ეს არის სინთეტიკა, რომელიც პლასტიკისა და რეზინისაგან შედგება. საღეჭ ფუძეს ათავსებენ მიქსერში, უმატებენ საღებავსა და
არომატიზატორებს, ურევენ გლუკოზის სიროფს სიტკბოსთვის. იგი თხევადია, რაც საღეჭ ფუძეს სირბილეს უნარჩუნებს. შემდეგ უმატებენ დექსტროზას (დამატკბობელს) და ყველაფერს ერთად მაღალ ტემპერატურაზე ურევენ, რათა ინგრედიენტები კარგად შეერიოს ერთმანეთს. ცომის კონსისტენციის მიღების შემდეგ, ხდება მისი შემდგომი პროცესები - დაფასოებამდე.

და თუ რეკლამიდან გვარწმუნებენ, რომ საღეჭი რეზინა საუკეთესო საშუალებაა კარიესის წინააღმდეგ საბრძოლველად - იცოდეთ, რომ მარკეტოლოგები ცრუობენ!
51934
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
luxo
0
კევის ღეჭვა საზოგადებაში, ლუსტრაციაა უზრდელობისა.
11:31 / 21-04-2016
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```