„ჩემი შვილიშვილებისათვის და ჩვენთვის ყველასთვის - ჯანსაღი პური!”
„ჩემი შვილიშვილებისათვის და ჩვენთვის ყველასთვის - ჯანსაღი პური!”
რამდენიმე დღის წინ „იფქლის“ სოციალურ ქსელზე შევიტყვეთ, რომ კომპანიამ საქართველოში სრულყოფილი ცხობის მეთოდი, პურის ხაშზე წარმოება დააბრუნა. ამ თემაზე თქვენთვის „იფქლის“ დირექტორს და დამფუძნებლის მეუღლეს, ქალბატონ ინგა გაბიანს გავესაუბრეთ.

- ქალბატონო ინგა, რატომ გადაწყვიტეთ “იფქლის” საწარმოში ცვლილებები განგეხორციელებინათ?
- ჩემი შვილიშვილებისათვის და ჩვენთვის ყველასთვის მინდოდა საქართველოში სრულყოფილი და ჯანსაღი პურის წარმოების მეთოდი დაგვებრუნებინა. ამიტომ “იფქლის” ხელმძღვანელებმა გადავწყვიტეთ პური ხაშზე გამოგვეცხო.

- რას ნიშნავს პურის ხაშზე წარმოება?
პურის ხაშზე წარმოება ნიშნავს
იმას, რომ მის გასაფუებლად ბუნებრივი საფუარი გამოიყენება. პურს საქართველოში ოდითგანვე ხაშის, ანუ დამჟავებული ცომის გამოყენებით აცხობდნენ. პურის ცხობის ამ სრულყოფილ პროცესს დაახლოებით 6 საათი სჭირდება, რომ ცომის აფუებას საჭირო დრო დაეთმოს.
მერე, 90-იან წლებში, სამწუხაროდ, დაიკარგა პურის ცხობის ცოდნა და ტექნოლოგიები. ამ დროიდან მოყოლებული, აი, თითქმის უკვე 15 წელია პური მასიურად დაჩქარებული წესით 2 საათში ცხვება. მოკლედ რომ გიპასუხოთ, ხაშზე წარმოება ნიშნავს პურის ცხობის სტანდარტს, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში უკვე დაკარგული იყო.

mshoblebi

- აქამდე რატომ ვერ მოხერხდა პურის მასიურ წარმოებაში ხაშზე ცხობა?

- ამ პროცესს, რომელიც ყველა განვითარებულ ქვეყანაში სტანდარტია, საქართველოში პურის მასიურ წარმოებაში აქამდე ვერ ვიყენებდით რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, ცხობის პროცესისათვის საჭიროა
ძვირადღირებული სპეციალური დანადგარები, რემლებზეც მეწარმეებს ხელი არ მიუწვდებოდათ. მეორე, დაჩქარებული ცხობის პროცესი გაცილებით იოლია განსახორციელებლად და მეტი მოგების საშუალებას იძლევა. ჩვენ ყოველთვის გვქონდა პურის სრულყოფილი პროცესით გამოცხობის ნება, თუმცა ამის საშუალება აქამდე არ მოგვეცა.

- თუ ამ მეთოდით საქართველოში პურის ცხობა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და ამას ჯერჯერობით სხვა ვერცერთი მსხვილი კომპანია ვერ ახერხებს, თქვენ როგორ გაართვით პრობლემებს თავი?
- პურს ხაშზე აცხობდნენ ჩვენი წინაპრებიც და მისი სახლის პირობებში გამზადება შეუძლებელი არაა, თუმცა მასიურ ინდუსტრიაში ამ მეთოდის დანერგვა საკმაოდ რთულია და დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. შარშან დიდი თანხა გამოვყავით და ევროპაში უახლესი დანადგარები შევიძინეთ. ასევე, მოვიძიეთ პურის წარმოების ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი, რომელმაც განათლება უცხოეთში მიიღო. ამ ორი მნიშვნელოვანი ამოცანის განხორციელებამ ჩვენ მიზნის მიღწევა შეგვაძლებინა. წელს უკვე მომხმარებელს შეუძლია შედეგებით ისიამოვნოს.

- თქვენ დიდი ინვესტიციები ჩადეთ ამ საქმეში. რითი განსხვავდება ხაშზე დამზადებული პური დაჩქარებული წესით გამომცხვარი პურისგან?
- გსმენიათ ალბათ, ხშირად ამბობენ, უწინ პურს რა სუნი და გემო ჰქონდაო. სწორედ ესაა. ხაშზე დამზადებული პურის გემო და არომატი სულ სხვაა. მისი სტრუქტურაც დახვეწილია. რაც მთავარია, ბუნებრივი საფუარის გამოყენებით ვიღებთ უფრო ჯანსაღ პურს.

- სასიამოვნოა, რომ ასეთ პურს უშვებთ, მაგრამ ღირებულება?
- მომხმარებელს შეუძლია ჩვეულ ფასში შეიძინოს უკეთესი პური. ჩვენი გადაწყვეტილებით, საწარმოს განახლების ხარჯებს თავად კომპანია იღებს საკუთარ თავზე.

- ეს მართლაც სასიხარულო სიახლეა! და სად შევიძინოთ ხაშზე დამზადებული „იფქლის“ პურეული?
- ჩვენი პროდუქციით თბილისის თითქმის ყველა მაღაზია მარაგდება და მას ამშვენებს „იფქლის“ ლოგო და სლოგანი - გულით გამომცხვარი.

მადლობა ასეთი საინტერესო ინფორმაციისთვის და ცვლილებისათვის, რომელიც საქართველოში დანერგეთ!

R



3776
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```