პროდუქტები, რომლებიც შეცდომით გვგონია ბავშვისთვის სასარგებლო
პროდუქტები, რომლებიც შეცდომით გვგონია ბავშვისთვის სასარგებლო
ჩიფსებისა და ფასტ ფუდის მავნებლობის შესახებ ყველამ იცის. მაგრამ არის ისეთი პროდუქტები, რომლების მშობლებს სასარგებლო ჰგონიათ და ბავშვებს აჭმევენ. სინამდვილეში კი ბევრი ზიანი მოაქვთ.

1. წვენები

წვენები რომლებიც მაღაზიაში იყიდება. ეს არის შეფერადებული და დამტკბარი წყალი. მასში ვიტამინები არც ეძებოთ. სახლში გამოწურულ წვენებს რაც შეეხება, წვენი კალორიულია, სასარგებლო უჯრედისი კი მასში არაა. საეჭვოა, ბავშვმა 2 ცალი ფორთოხალი შეჭამოს, წვენს კი ადვილად დალევს. თანაც, ფრეში მადას აძლიერებს.
რჩევა: უმჯობესია, ბავშვს უგაზო,
სუფთა წყალი ან შინ მომზადებული კრუშონი დაალევინოთ; წვენების ნაცვლად კი მთლიანი ხილი აჭამოთ.
კრუშონის რეცეპტი
პატარა კუბებად დაჭერტით ვაშლი, კიტრი, პიტნა, ლიმონი, დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ. 2 ლიტრი წყალი 1-2 ჩაის კოვზი შაქრით დაატკბეთ.

2. მანანის ბურღული
სასარგებლო მასში არაფერია. სამაგიეროდ, ალერგიის მაღარლი რისკის მატარებელია. უმჯობესია, ბავშვს სხვა ბურღულეული - წიწიბურა, სიმინდის ფქვილი, შვრიის ფანტელი, ბრინჯის ფაფები მოუმზადოთ.

3. ზეითუნის ზეთი (და სხვა ზეთები)
ქოლესტერინის გამო ბევრი დედა უარს ამბობს კარაქის მოხმარებაზე და ბავშვებს კერძებს ზეთზე უმზადებს. თუმცა,ზეთიც ზომიერად მოიხმარეთ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ 10 გრამი ზეთი 90 კკალ-ს შეიცავს. ახლა დაითვალეთ, რამდენ კალორიას იღებთ დღის განმავლობაში. შედეგად, ბავშვი, ვითომ ჭამს სასარგებლო ცხიმს,
თუმცა, წონაში მაინც იმატებს.
რჩევა: დათვალეთ, რამდენ კოვზ ზეთს ხმარობთ საბავშვო საკვების მომზადებისას. საშიში არაფერია თუ ფაფას მაინც მოამზადებთ კარაქზე. ქოლესტერინი საშიშია მოზრდილი ადამიანისთვის. ბავშვისთვის კი ის აუცილებელია, რათა ორგანიზმში უჯრედების მემბრანების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

4. "დაბალკალორიული", "დიეტური", "ეკო" პროდუქტი
პროდუქტს შეიძლება კალორიულობა არასწორად ჰქონდეს მითითებული, ეს მაკეტინგული გათვლაა. წარწერა "ეკო" გულისხმობს ორგანულ საკვებს, მაგრამ მასში შეიძლება ორგანული არაფერი იყოს. ეტიკეტი მწარმოებლის სურვილის მიხედვით დგინდება. დაბოლოს, დიეტური საკვები, დესერტი, რომელიც შაქრის ნაცვლად ფრუქტოზით მზადდება. კალორიულობის მხრივ გლუკოზა და ფრუქტოზა თითქმის ერთნაირია, სამაგიეროდ, ფრუქტოზა, ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, გაცილებით ადვილად გარდაიქმნება ცხიმად.

5. თხილი და ჩირი
რა თქმა უნდა, თხილი და ჩირი ვიტამინებით მდიდარია, მაგრამ კალორიულიცაა. დღეში არაუმეტეს 25-30 გრამი თხილი უნდა მიირთვათ. ბავშვმა კი შეიძლება ერთ ჯერზე 100 გრამი ჭამოს. ეს 600 კკალ-ია.
გარდა ამისა, იგივე ჩირი (მაგალითად, კურაგა), მიმზიდველი იერი რომ შეინარჩუნოს, უამრავი ქიმიური ნაერთით მუშავდება. შეიძლება ვაჟინშიც იყოს ჩასველებულიც და არც ეს არაა ბავშვისთვის სასარგებლო.
რჩევა: თუ ბავშვს უყვარს თხილი და ჩირი, განსაზღვრული რაოდენობა მიეცით (10-15 ცალი თხილი და 5 ცალი ჩირი). ჩირი უმჯობესია, თავად მოამზადოთ. ზაფხულში უპირატესობა მიანიჭეთ ცოცხალ ხილს. თხილი შეარჩიეთ ნაჭუჭიანი, რა თქმა უნდა მარილიანი, შოკოლადსა და შაქარში ამოვლებული და მოხალული ბავშვს არ უნდა აჭამოთ.
დაბოლოს, ასევე უსარგებლოა იოგურტები. დააკვირდით მის კალორიულობას, შემადგენლობას. უმჯობესია, თავად მოამზადოთ მაწონი, შეურიოთ სხვადასხვა ხილი და ისე აჭამოთ თქვენს შვილს.
76476
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
radio 105
1
ფორთოხლის ახალგამოწურულ წვენში ვიტამინები არ ყოფილა. რადიო 105!
06:19 / 04-08-2016
ბაია
2
ბავშვებს ვუთვალოთ კალორიები?
01:16 / 04-08-2016
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?