რამდენი და როგორი პური უნდა მივირთვათ, რომ მან ჯანმრთელობას კი არ ავნოს, პირიქით, სასარგებლო იყოს ექიმებმა გაარკვიეს, რამდენი უნდა მივირთვათ პური, რომ მან ჯანმრთელობას კი არ ავნოს, პირიქით, სასარგებლო იყოს. ხორბლეულის მიღება ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკს, ასევე სიმსივნისა და დიაბეტის, ინფექციური დაავადებების. თუმცა მისი მიღებისას გარკვეული ნორმები უნდა დაიცვათ, რადგან ბევრი პური პირიქით - მავნებელია და წონის პრობლემების გარდა, სხვა პრობლემებსაც იწვევს.
აღმოჩნდა, რომ ყველაზე სასარგებლოა დღე-ღამეში ორი ულუფა პურეულის მიღება. ეს არის დაახლოებით 32 გრამი ხორბლის მარცვლები ან 60 გრამი ხორბლის თეთრი პური (უმჯობესია, მსხვილად დაფქული ხორბლის ან ჭვავის პური).
ექიმები ამბობენ, რომ ამ სახით პურის მიღება სასარგებლოა, ხოლო გასუფთავებული და რაფინირებული ხორბლის ფქვილისგან, საფუარის გამოყენებით გამომცხვარი პური ნაკლებად სასარგებლოა და მისი ულუფების მაქსიმალურად შემცირებას გვირჩევენ.