როგორ შევინახოთ ზამთრისთვის ჟოლო ცოცხლად: 3 საუკეთესო ვარიანტი
როგორ შევინახოთ ზამთრისთვის ჟოლო ცოცხლად: 3 საუკეთესო ვარიანტი
ჟოლო ბავშვებისთვისაც სასარგებლოა და უფროსებისთვისაც. მრავალი დაავდების დროს იგი უებარი წამალია. სამწუხაროდ, ჟოლოს სეზონი მალე გადის და თუ გსურთ, ოჯახის წევრებს ზამთარშიც გემრიელად და სასარგებლოდ უმკურნალოთ, ჟოლოს შენახვის წესებს გასწავლით.
გარეცხილი ჟოლოს შეშრობა აცადეთ და შაქართან ერთად ფრთხილად გადაურიეთ. 1 კილო ჟოლოზე 100-150 გრამი შაქარი დაგჭირდებათ. ყველაფერი მზადაა. ფორმებში მოათავსეთ და საყინულეში შეინახეთ.
შეგიძლიათ ჟოლოსგან მურაბა მოამზადოთ, რომელსაც მოხარშვა არ სჭირდება. 1 კილო გარეცხილ ჟოლოს დაუმატეთ 1,5 კ შაქარი და
ურიეთ შაქრის სრულ დადნობამდე. იმისათვის, რომ ჟოლოს მურაბა არ გაგიფუჭდეთ: კენკრა უნდა იყოს საღი, სუფთა და მწიფე. ჩასხმამდე ქილები გაასტერილეთ, მოხუფეთ და შეინახეთ გრილ ადგილას.
ჟოლოს ჟემი ოჯახის წევრების საყვარელი სასუსნავი გახდება. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 1 კილო ჟოლო, 1,5 მდუღარე წყალი და 1,5 კილო შაქარი.
მომზადება: გარეცხილ კენკრას დაასხით მდუღარე წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ადუღეთ 15 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან და დააცადეთ, გაგრილდეს. შემდეგ საცერზე გახეხეთ, რათა კურკები მოაშოროთ. დაუმატეთ შაქარი და ისევ ცეცხლზე შემოდგით. მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. მზა მურაბა ჩაასხით გასტერილიებულ ქილებში და მოხუფეთ.
გემრიელად მიირთვით!
56050
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```