როდის უნდა გავასინჯოთ ბავშვს კვერცხი და ხაჭო
როდის უნდა გავასინჯოთ ბავშვს კვერცხი და ხაჭო
ჩვილის რაციონში დამატებითი საკვების შეტანა მხოლოდ ფაფებითა თუ ბოსტნეულის სუპებით მის გამრავალფეროვნებას როდი გულისხმობს; უნდა ვიცოდეთ, როდის და რა სახით დავამატოთ სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი პროდუქტები, მათ შორის - კვერცხი და ხაჭო. გვესაუბრება პედიატრი ლალი მახარაშვილი.

- როდის და რა სახით გავასინჯოთ პატარას კვერცხი?
- კვერცხის მიცემა უნდა დავიწყოთ 8 თვიდან. თავდაპირველად უნდა მივცეთ მხოლოდ გული, რადგან ალერგენები სწორედ ცილაშია. კვერცხის გული შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას:
ცხიმს - ადვილად ასათვისებელი სახით, ცილებს - სრულფასოვანი ამინმჟავების სახით, მინერალურ ნივთიერებათა ფართო ასორტიმენტს, მიკროელემენტების
სრულ სპექტრს, 12 სახეობის ვიტამინს, მათ შორის - ჩვილის ორგანიზმისთვის ასე საჭირო D ვიტამინსაც. კვერცხის გულში საკმაო ოდენობითაა A ვიტამინი, თანაც აქტიურ მდგომარეობაში, E ვიტამინი, ცნობილი თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით, B ჯგუფის ვიტამინები: B1, B2, PP და B9 - ფოლიუმის მჟავა. ქოლინის მარაგით კვერცხის გულს ბადალი არ მოეპოვება. ეს არის ვიტამინისმაგვარი ნივთიერება, რომელიც აუ­­ცილებელია ტვინის განვითარებისთვის, მეხსიერების ფორმირებისთვის. გარდა ამისა, ქოლინი აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოძევებას. კვერცხის გუ­ლში არის კალციუმი, ფოსფორი, რკინა, იოდი, სპილენძი, კობალტი და ბევრი სხვა მიკროელემენტი.

- თუ კვერცხი ამდენ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რატომ არ შეიძლება მისი მიცემა უფრო ადრე, თუნდაც 6 თვიდან?
- სამეცნიერო კვლევებმა და პედიატრების გამოცდილებამ
აჩვენა, რომ კვერცხის გულის რაციონში ნაადრევად შეტანა ალერგიულ რეაქციებს იწვევს. კვერცხში ისედაც უხვადაა ალერგენები. ბოლო ხანს ამას დაემატა მისი ბიოქიმიური შემადგენლობის ცვლილებები, რაც იმის ბრალია, რომ დაავადებათა პროფილაქტიკისთვის და კვერცხის დების გასაზრდელად ქათმის საკვებს მედიკამენტებსა და სხვა ფარმაცევტულ პრეპარატებს ამატებენ. რისკის შესამცირებლად უმჯობესია გამოვიყენოთ მწყრის კვერცხი, რომელიც იშვიათად იწვევს ალერგიულ რეაქციებს. კვერცხის მაგრად მოხარშვა კი უფრო მეტად ამცირებს ალერგიის განვითარების შესაძლებლობას. ამრიგად, ბავშვს თავდაპირველად ვაძლევთ მაგრად მოხარშული კვერცხის გულს, მცირე ულუფას, კოვზზე გასრესილს დედის რძესთან ერთად. თანდათან ულუფას ვზრდით მეოთხედამდე, რვა-ათი დღის შემდეგ - ნახევრამდე. წლამდე დღეში ნახევარი კვერცხის გული საკმარისია. ეს რაოდენობა გათვლილია ქათმის კვერცხზე, მწყრისა კი დღეში ერთი ცალია საჭირო. კარგად გასრესილი კვერცხის გული შეგიძლიათ დაამატოთ ბოსტნულის პიურესა და სუპს, ბურღულის ფაფაში გარევას კი არ გირჩევთ - ცილოვანი პროდუქტები ბოსტნეულს უკეთესად ეთავსება. ერთი წლიდან შეგიძლიათ მისცეთ მთლიანი კვერცხი - ცილიან-გულიანად, ოღონდ კარგად მოხარშული.

- როგორ შევარჩიოთ კვერცხი?
- სოფლის, ახალდადებული კვერცხი, რა თქმა უნდა, უკონკურენტოა. მაღაზიაში შეძენისას ყურადღებით დააკვირდით ნაჭუჭზე არსებულ მარკირებას. სასურველია, კვერცხი არ იყოს 7 დღეზე მეტის, 25 დღისა კი უკვე საშიშია. საქმე ის არის, რომ ხანგრძლივი შენახვისას ცხიმები და ცილები ნაწილობრივ იცვლის სტრუქტურას, იშლება ნივთიერებებად, რომლებიც ბავშვის ღვიძლისთვის არცთუ უვნებელია. ბევრისგან გაიგონებთ, რომ ახალდადებული სოფლის კვერცხი უმი უფრო სასარგებლოა, ვიდრე მოხარშული, ვინაიდან ხარშვისას მასში არსებული ვიტამინები იშლება.

იხილეთ სრულად
6246
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები