ეს პროდუქტები ხშირად უნდა გქონდეთ მენიუში! ჩვენი ხასიათი, შინაგანი მდგომარეობა და ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია ჩვენი ჰორმონალური სისტემის ბალანსთან! ჰორმონალური ფონის კორექცია შეიძლება ჩვევებისა და კვების შეცვლით. გთავაზობთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც ხშირად უნდა გამოვიყენოთ.
1. ბროკოლი
ბროკოლი შეიცავს ვიტამინებს, მიკროელემენტებს და ცხიმოვან მჟავებს. ის უბრალოდ შეუცვლელია დიეტების დროს. 100 გრ. მხოლოდ 30 კკალ.-ს შეიცავს. ეს კომბოსტო მაღლა სწევს ესტროგენის დონეს, რაც პასუხისმგებელია თმებისა და ფრჩხილების ჯანმრთელობაზე.
2. ავოკადო
ავოკადო - ძალიან კალორიული პროდუქტია: 100 გრ. 208 კკალ.-ს შეიცავს. თუმცა მსოფლიოს დიეტოლოგები რეკომენდაციას უწევენ ამ პროდუქტს ნებისმიერი დიეტის დროს, რადგან ის ცხიმოვანი მჟავეების საბადოა, რაც აუცილებელია გახდომისთვის. მასში ბევრი მიკროელემენტი და ესტროგენია. ჰორმონალური ბალანსისთვის რეკომენდებულია 2-3 ც. ავოკადო კვირაში.
3. ორაგული
ორაგული შეიცავს ცხიმს, რომელიც ცხიმოვანი მჟავის - ომეგა-3-ის საბადოა, ასევე მონაწილეობს სტეროიდულ და სასქესო ჰორმონების სინთეზში. გარდა ამისა, ორაგული შეიცავს ფოსფორს, რაც აუცილებელია კბილებისა და ძვლების შენებისთვის, ასევე ვიტამინებს: D, В6 და В12, სელენსა და მაგნიუმს. ჰორმონალური ფონის დასარეგულირებლად ორაგულის მიღება რეკომენდებულია კვირაში ორჯერ.
4. კინოა
ამ პროდუქტს შეიძლება ეწოდოს ახალგაზრდობის ელექსირი. კინოა დაბლა სწევს სისხლში შაქრის დონეს, ნორმაში მოჰყავს ქოლესტერინი და ანდროგენის ჰორმონები. გამოჰყავს ორგანიზმიდან ტოქსინები და დამამშვიდებელად მოქმედებს. რეკომენდებულია გულ- სისხლძარღვთა პათოლოგიების დროს. მისი მიღება სასურველია კვირაში 2-ჯერ. მომზადების წინ ჩაალბეთ რამდენიმე საათით წყალში.
5. კვერცხის გული
კვერცხის გული - შეიცავს მელატონინს, რომელიც აუცილებელია ახალი უჯრედების შენებისთვის, ომეგა-6 და ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს. კვერცხის გული კარგად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობაზე, ეხმარება ორგანიზმს ალერგიასა და ანთებებთან ბრძოლაში. რეკომენდებულია რაციონში მისი მიღება დღეში 1-ჯერ.
6. ნუში
ნუში - თხილეულის მეფედაა წოდებებული. გამოიყენება მედიცინასა და კულინარიაში. ის შეიცავს უჯრედისს, რაც დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ის დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს და მინერალურ ნივთიერებებს. კარგად წმენდს სისხლს და აქვს ნაღვლმდენი თვისება. ასევე მაღლა სწევს ჰორმონ ადიპონექტინის დონეს, რაც კანის ჯანმრთელობას უზრუნველჰყოფს. მისი მიღება რეკომენდებულია ყოველდღე 10-11 ც. ასევე შეიძლება გამოიყენოთ სხვადასხვა კერძში გემოს გასაუმჯობესებლად.