გაოცდებით, თუ რისგან შედგება ჟელატინი ჟელატინის ტკბილი კანფეტები მთელი მსოფლიოს ბავშვებისთვის საყვარელი ნუგბარია. მშობლები ხშირად უზღუდავენ ბავშვებს მათ მოხმარებას, რადგან თვლიან, რომ მასში დიდი რაოდენობით შაქარია. სინამდვილეში ისინი არც ისე საშიშია. თუმცა არის ერთი ნიუანსი, რომელიც გაიძულებთ, რომ სიფრთხილე გამოიჩინოთ.
თუ ყურადღებით დააკვირდებით სიროფის, შაქრისა და კონცენტრატის შემადგენლობას, აღმოაჩენთ ჟელატინს. იცით რისგან მზადდება ეს პროდუქტი? ჟელატინი არ იზრდება ხეზე. ეს უგემო ყვითელი ნივთიერებაა, რომელიც მიიღება ცხოველის მყესების, ტყავისა და ძვლების დიდი ხნის ხარშვის შედეგად. ანუ ხორცის წარმოების ნარჩენებისაგან: ძვლებისგან, რქების, ტყავისგან, რომლებიც რჩება ძროხისა და ღორის ხორცის გადამუშავების შედეგად.
ჟელატინისთვის ნარჩენებს ასტერილებენ და დიდხანს ადუღებენ 140 გრადუსზე. ამის შემდეგ მიღებულ მასას აქუცმაცებენ და აშრობენ მანამდე, სანამ არ მიიღებენ თეთრ ფხვნილს, რომელსაც შეიძლება დაემატოს ნებისმიერი ფერი.
ჟელატინი შეიცავს ყველა უსაფრთხოების გარანტიას, რამდენადაც იწარმოება ბუნებრივი ინგრედიენტებით. საყურადღებოა ისიც, რომ ჟელატინი შედის არა მხოლოდ კანფეტებში, არამედ ვიტამინებში, წამლებში, ძეხვსა და კონსერვებში. ჟელატინი შეიცავს 18 აუცილებელ ამინომჟავას, რომლებიც მონაწილეობს ძვლებისა და მყესების აღდგენაში. ნებისმიერ შემთხვევაში, საზიანოა თუ სასარგებლო ესა თუ ის პროდუქტი, ყოველთვის უკეთესია ვიცოდეთ, თუ რისგან იწარმოება ის.