წყრის კვერცხიდან სალმონელოზით დასნებოვნების საფრთხე არ არსებობს ნამდვილად ასეა. ბოლო დროს მეტი და მეტი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას მწყრის კვერცხს, რომელიც საკმაოდ სასარგებლოა და გარკვეულწილად თურმე ქათმის კვერცხსაც კი აჭარბებს.
ადამიანის რაციონი წარმოუდგენელია კვერცხის გარეშე. ის ცილით მდიდარი პროდუქტია და მასში ბევრი სხვა სასარგებლო ნივთიერებაც არის.
ქათმის კვერცხის გარეშე ჩვენი რაციონი წარმოუდგენელია. ის ცილის წყაროა, რომელიც ადამიანის ორგანიზმის მთავარი სამშენებლო მასალაა. მაგრამ უმი ან თოხლოდ მოხარშული ქათმის კვერცხი სალმონელოზის გამომწვევი შეიძლება გახდეს - უმძიმესი ნაწლავური დაავადების. სალმონელა ქათმის ორგანიზმში ცხოვრობს და კვერცხშიც ხვდება. ამიტომ გამუდმებით გვირჩევენ, კვერცხი კარგად გავრეცხოთ, სანამ შევინახავთ. არ დავარღვიოთ შენახვის ვადები და ჯობს, მაგრად მოხარშული იყოს... ან კიდევ - მწყრის. თურმე, მწყრის კვერცხში ასევეა ბევრი სასარგებლო ნივთიერება, ისიც აწვდის ადამიანს ცილის მარაგს, გარდა ამისა, ის ნაკლებ მავნებელია (რა თქმა უნდა, შენახვის ვადები ამ შემთხვევაშიც მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული). მწყრის სხეულის ტემპერატურა (42 გრადუსი ცელსიუსით) არაკომფორტული ყოფილა სალმონელასთვის. გარდა ამისა, ბაქტერიებს უძნელდებათ მწყრის კვერცხის ნაჭუჭში შეღწევა. შესაბამისად, მწყრის კვერცხიდან სალმონელოზით დასნებოვნების საფრთხე არ არსებობს.
შენახვის წესები:
მთავარია, დაიცვათ ტემპერატურა - მაქსიმუმ 10 გრადუსი. მაცივარში უნდა ინახებოდეს და თუ ტემპერატურა დაცულია, 2-3 თვეც ინახება. თუ დაცული არ არის ნორმები, შეიძლება ერთი კვირისაც კი საშიში იყოს ჯანმრთელობისთვის.