პაკეტის ჩაი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ პაკეტის ჩაი საკმაოდ მოსახერხებელი გამოგონებაა. განსაკუთრებით დილაობით, სახლიდან გაქცევაზე მყოფი მშობლისთვის, რომელიც ცდილობს ბავშვი ჩაით ასაუზმოს. მოზრდილებისთვისაც კომფორტულია, როცა "ჩაის ცერემონიისთვის" დრო არ გვაქვს. მაგრამ მისი ხშირ მოხმარებას არ გირჩევთ და აი, რატომ:
დერბის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, პაკეტის ჩაი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ. მათ მიერ განხორციელებულმა კვლევამ დაადგინა, რომ პაკეტის ჩაიში ფტორის რაოდენობა ნორმაზე მეტია.
რითია ფტორი ადამიანისთვის საშიში
ფტორით მდიდარი პაკეტის ჩაის დალევის შემდეგ ადამიანი კუნთების მოდუნებას გრძნობს. აგრეთვე შეიძლება ოსტეოპოროზისა და სახსრების ტკივილის მიზეზად იქცეს. ოფიციალური ნორმების თანახმად, მოზრდილმა ადამიანმა დღეში 3-4 მგ-ზე მეტი (გააჩნია წონის მასას) ფტორი არ უნდა მიიღოს. ჩაი პაკეტში, როგორც წესი, იგი ორჯერ მეტია.
ამ მიზეზით, სტომატოლოგების უმეტესობა არ ურჩევს პაციენტებს ფტორით გამდიდრებული კბილის პასტის გამოყენებას: ისინი კბილებზე შავი წერტილების წარმოქმნას მას უკავშირებენ. მიიჩნევენ, რომ ეს მოვლენა ზედმეტი ფტორის მიზეზია.
რომელი პაკეტის ჩაია ყველაზე საშიში
ამ კითხვაზე პასუხი ნათელია: იაფფასიანი პაკეტის ჩაი განსაკუთრებით საშიშია ადამიანის ორგანიზმისთვის. პაკეტის ჩაისთვის გამოიყენება ძველი ფოთლები, რომლებსაც დასაყენებელი ჩაის მწარმოებლები იწუნებენ. ხოლო ასეთ ფოთლებში ფტორის შემცველობა გაცილებით მაღალია.
სამართლიანობისთვის მეცნიერები აღნიშნავენ, რომ პაკეტის ჩაი ორგანიზმში ცვლილებებს მაშინ გამოიწვევს, თუ მას რეგულარულად მიიღებთ. ადამიანების უმეტესობა ყოველდღე სვამს ჩაის და ზოგჯერ 2-3-ჯერაც. ჩაის ადამიანი სვამს ბავშვობიდან. ზოგიერთი დედა პაკეტის ჩაის ასმევს ბავშვს. ამ ჩაის მიღება მოზარდობისა და სტუდენტობის წლებშიც გრძელდება.
სხვა მინარევები
მხოლოდ ცუდი ხარისხის ფოთოლი არ არის ამ პაკეტის პრობლემა. ის დიდი რაოდენობით საღებავს და არომატიზატორებს შეიცავს. ზოგჯერ მასში ნამდვილი ჩაის შემადგენლობა მინიმალურია. ასე რომ, დაფიქრდით, რა აზრი აქვს ასეთი ჩაის დალევას. ამას ისევ ბალახეულის ჩაი ჯობს.