თევზი - ყველაზე გემრიელი გზა ჯანსაღი კვებისკენ
თევზი - ყველაზე გემრიელი გზა ჯანსაღი კვებისკენ
თინუსი შეუცვლელია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისათვის, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას... ეს ის მცირე ჩამონათვალია იმ ბენეფიტებისა, რომლებიც თინუსის თევზის საკვებ რაციონში მოხვედრის შედეგად შეგვიძლია მივიღოთ.
თინუსი ეს არის თევზის სახეობა, რომელიც ჯანსაღი და ამასთან სასარგებლო პროდუქტების ჩამონათვალში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საკვებია.

გახსოვთ ის დღეები, როდესაც დედა ცდილობდა თევზის ცხიმი დაგელიათ?
მოდი ვაღიაროთ, რომ ეს მომენტი არავის გვიყვარდა. სინამდვილეში დედებმა იცოდნენ, რომ თევზი შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას: იოდს, რკინას, ცილას,
ომეგა-3 და ომეგა-6 ცხომოვან მჟავება, ვიტამინებს: A, B1, B2, B6, B12, D, E და K-ს, იოდის, სელენის, ფოსფორის, მაგნიუმისა და თუთიის მინერალებს. ეს მდიდარი შემადგენლობა იმუნური და გულის მუშაობის სისტემა გაუმჯობესების საშუალებას გვაძლევს.

თევზებს შორის გამოყოფენ თინუსის პროდუქტებს, რომელიც ცილებისა და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებს ყველაზე დიდი შემცველობით გამოირჩევა. ამ დადებით მახასიათებლებს ემატება ისიც, რომ თინუსის თევზში ყველაზე მცირე რაოდენობის ნაჯერი ცხიმებია, რაც სიჯანსაღეს განსაზღვრავს და დაბალკალორიულობის გარანტს ქმნის; ამასთან, ცხოველური ცილის მიღების საუკეთესო წყარო თინუსის თევზია, რომლის 25% სწორედ ეს ნივთიერებაა.

Dardanel - ის თინუსი ათეულობით წელია, რაც ადამიანების ცხოვრების უნიკალურ გემოსა და შუეცვლელი ხარისხის პროდუქტებს წარმოადგენს.
პირველი წესი ჯანსაღი ცხოვრებისათვის:
მიირთვით თევზი
მინიმუმ ორჯერ კვირის განმავლობაში.
mshoblebi
ჯანსაღი გული
მეცნიერული კვლევები ადასტურებენ, რომ მინიმუმ ორი პორცია თევზის მირთმევა კვირის განმავლობაში 36% ამცირებს გულის დაავადებათა რისკს, რადგან თევზში შემავალი ომეგა-3 ცხომოვანი მჟავის თვისება, დაარეგულიროს სისხლის მოძრაობის სიჩქარე და შეამციროს არტერიული წნევა, ეხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართულ ფუნქიონირებას. ამერიკელ კარდიოლოგთა ასოციაციის მიერ განხორციელებული კვლევები ამტკიცებენ, რომ ომეგა-3 ს შეუძლია მოაწესრიგოს გულის დარღვეული რიტმულობა, ანუ უმკურნალოს არითმიას.

სიცოცხლის გახანგრძლივება

მეცნიერული კვლევების თანახმად, მინიმუმ ორი პორცია თევზის მირთმევა კვირის განმავლობაში 14%-თ ამცირებს მეხსიერების დაკარგვის რისკს. ამის პარალელურად, კვლევებმა აჩვენა, რომ თევზი და მრავალფეროვანი უჯერი ცხიმოვანი მჟავა თითქმის უკუაგდებს ალცჰაიმერით დაავადების შესაძლებლობას.

ქოლესტერინის სიმცირე

კიდევ ერთი კარგი სიახლე, რომელიც თევზს უკავშირდება ისაა, რომ თევზის ცხიმი ზრდის ორგანიზმში სასარგებლო ქოლეტსერინის რაოდენობას. ამ მიმართულებით ყველაზე პოპულარული ამერიკული ჟურნალის - „კლინიკური კვების“ კვლევის თანახმად, თევზის ცხიმი ზრდის ორგანიზმისათვის საჭირო ცხიმების რაოდენობას, რომლებიც გულის კუნთებს არ აზიანებენ.


ანტიდეპრესანტი

ეპიდემიოლოგიური კვლევების თანახმად, დეპრესიის რისკი მაღალია ისეთ სახელმწიფოში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ერითროციტებში შემავალი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების რაოდენობა საშუალოზე დაბალი აქვს; შესაბამისად, ქვეყნებში, რომელიც დიდი რაოდენით თევზის მოხმარებით გამოირჩევა, დეპრესიული ადამიანების რაოდენობა ძალიან მცირეა; ამიტომ, თევზის მინერალური შემადგენლობა ხელს უწყობს ადამიანის აქტიურ, გონებრივ და ფიზიკურ მუშაობას, კარგ გუნება - განწყობილებასთან ერთად.

ცილების წყარო
ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად საჭიროა ორგანიზმს დიდი რაოდენობით საკვები მინერალი მივაწოდოთ. განსაკუთრებით სასურველია ცხოველური ცილებით რაციონის გამდიდრება; ცხოველური ცილის საუკეთესო წყარო კი თინუსის თევზია, რომლის კვებით ღირებულებაში ცილებს 20-25% უჭირავს.

თინუსის თევზის პროდუქტები უამრავი სალათის თუ სენდვიჩის ინგრედიენტია. მისი საბოლოო კერძად ფორმირებისათვის მხოლოდ რამდენიმე პროდუქტის დამატებაა საჭირო, მაგრამ Dardanel - ის მრავალფეროვანი ასორტიმენტი ამ პროცესის უგელებელყოფის საშუალებას იძლევა და წარმოგვიდგენს თინუსის თევზის კონსერვს საკუთარ წვენში, მზესუმზირისა და ზეთუნის ზეთში, სიმინდის, ლობიოსა და პომიდვრის დამატებებით, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში საუკეთესო საკვებია.
R


2745
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
maiam
0
Davits-. გეთანხმები ,რათქმა უნდა
12:47 / 12-02-2017
დავით
1
ომეგა 3 -ს ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ორაგული, შემდგომ მოყვება: სკუმბრია, კალმახი, ქაშაყი. თინუსს თუ იყიდით ომეგა 3-ის მიღების მიზნით, კონსერვირებუულის ყიდვა არის სისულელე. ასე. რომ ეს რეკლამა მომხმარებლის მოტყუებააა.
17:22 / 12-12-2016
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```