"ნუთელას" წარმომადგენლის განცხადება და ბრალდებები ბავშვების საყვარელი პროდუქტის - შოკოლარისა და არაქისის პასტა "ნუთელას" გარშემო სკანდალი ატყდა - ის დაადანაშაულეს პოტენციურად საშიში ინგრედიენტის პალმის ზეთის გამოყენებაში. პროდუქტის მწარმოებელი, იტალიური კონცერნი "ფერერი" არასდროს მალავდა, რომ პალმის ზეთს იყენებდა. კომპანიაში ამბობენ, რომ პალმის ზეთი უფრო რბილი და ნაზია, არ აქვს მკვეთრი გემო და სუნი. ისინი არ აპირებენ რეცეპტის შეცვლას მას მერეც, რაც ეს ინგრედიენტი კანცეროგენების სიაში შეიტანეს (ანუ იმ პროდუქტების, რომლებიც სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას უწყობენ ხელს).
დაუმზადეთ ბავშვებს ნუთელა შინ - უმარტივესი და უსაფრთხო რეცეპტი
თავის კვლევას ამ საკითხზე წარმოადგენს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი. მისი მონაცემებით, საკვებ პროდუქტების უსაფრთხოების ევროპულმა კომისიამ (EFSA) პალმის ზეთი საშიში საშიში ნივთიერებების სიაში შეიტანა იმის გამო, რომ ის ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებს გამოყოფს 200 გრადუსზე უფრო ძლიერ გაცხელებისას (სხვა მცენარეულ ზეთებს გაცილებით მაღალი ტემპერატურა სჭირდებათ კანცეროგენების წარმოსაქმნელად).
თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არ შეიტანა ის აკრძალულთა სიაში. არც გაერო ზღუდავს მის გამოყენებას. რეკომენდაციებს მისი გამოყენების შესახებ, ახლაღა შეიმუშავებენ. ამიტომაც, პალმის ზეთის მავნებლობის შესახებ საუბარი, მხოლოდ პირობითია - მიაჩნია კომპანია "ფერერის" წარმომადგენელ ვინჩენცო ტელას. "ნუთელას გაკეთება პალმის ზეთის გარეშე, ნიშნავს გამოვრიცხოთ ნატურალური პროდუქტი გაუგებარი შემცვლელით. ეს კი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი მომხმარებლებისთვის", - აღნიშნა მან.
ასევე იხილეთ: ყველაზე საშიში პროდუქტები ბავშვებისთვის - ეს სია ყველას უნდა ჰქონდეს
თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ მომხმარებელზე ზრუნვა არ არის მთავარი. პალმის ზეთი გაცილებით უფრო იაფიცაა, ვიდრე სხვა ზეთები. მისი ღირებულება 800 დოლარია ტონაზე - ეს 45 დოლარით იაფია, ვიდრე მზესუმზირის ზეთი და კიდევ უფრო იაფი, ვიდრე სხვა ზეთები. იმის გათვალისწინებით, რომ წელიწადში კომპანია 185 ათას ტონა პალმის ზეთს იყენებს, მისი შეცვლით ის დიდ ზარალს ნახავს.