ყველა სახის ბურღულს ფაფად მოხარშვის თავისი შესაფერისი ტექნოლოგი აქვს ბავშვის მენიუ ფაფების გარეშე წარმოუდგენელია. პედიატრები ამ ნოყიერ საკვებს ყოველთვის უწევენ რეკომენდაციას. დედის ამოცანა კი ისაა, რომ ფაფა იმდენად გემრიელი იყოს, ბავშვმა მასზე უარი ვერ თქვას. ამასთანავე მასში ბოლომდე უნდა შენარჩუნდეს სასარგებლო თვისებები.
პროფესიონალი მზარეულების თქმით, ყველა სახის ბურღულს ფაფად მოხარშვის თავისი შესაფერისი ტექნოლოგი აქვს. სწორედ ამ საიდუმლოს წყალობით გამოდის ფაფა უფრო გემრიელი და სასარგებლოც.
ბრინჯის ფაფა რომ ნაზი და ნამდვილი ფაფის სტრუქტურის გამოვიდეს, მიიყვანეთ 1 ლიტრი რძე ადუღებამდე, დაამატეთ მარილი და შაქარი, ჩაყარეთ 1 ჩაის ჭიქა მრგვალი ბრინჯი, ხარშეთ 2-3 წუთი, გადმოდგით და შეფუთეთ. ნახევარ საათში ფაფა მზადაა.
წიწიბურა დაალბეთ ღამით, დილით კი საკმარისია წყალი გამოუცვალოთ, გარეცხოთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. წიწიბურის ფაფის კლასიკური რეცეპტი კი ასეთია: ერთ წილ წიწიბურას 2 წილ წყალს უმატებენ, მიიყვანენ ადუღებამდე, გადმოგამენ და 15 წუთით ფუთავენ.
შვრიის ფაფა ნაზი და გემრიელი გამოვა, თუ საღამოს მოამზადებთ და დილამდე გააჩერებთ. 8 სუფრის კოვზ ფანტელს 1 ლიტრი რძე დაასხით. მიიყვანეთ ადუღებამდე, გადმოდგით ქვაბი და შეფუთეთ. გააჩერეთ მთელი ღამით და დილით შეათბეთ.
შეცდომაა, როცა ჰგონიათ, რომ მანანის ბურღული მდუღარე წყალში ან რძეში უნდა ჩაყარონ. ფაფა უფრო გემრიელი და კორძების გარეშე გამოვა თუ 4 სუფრის კოვზ მანანს 1 ლიტრ რძეს დაასხამთ, თან მოურევთ და წამოადუღებთ. 2 წუთში ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და 20 წუთის განმავლობაში თავდახურული გააჩერეთ.
სიმინდის ფაფა ერთადერთია ამ ჩამონათვალიდან, რომელსაც დიდხანს, 30 წუთით ხარშვა სჭირდება. 1 ჭიქა სიმინდის ფანტელს 2,5 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და ხარშეთ.
თუ ფაფების ხარშვის თქვენეული საიდუმლობები გაქვთ, კომენტარებში გაგვიზიარეთ. უახლოეს მომავალში ამ რჩევებს საიტზე გამოვაქვეყნებთ.