სამწუხაროდ, რაც სასარგებლოა, ყველაფერი გემრიელი და ჩვენი შვილებისთვის მოსაწონი არ არის ჯანსაღი კვების მომხრე მშობლებს უჭირთ ბავშვებისთვის მენიუს შედგენა. სამწუხაროდ, რაც სასარგებლოა, ყველაფერი გემრიელი და პატარებისთვის მოსაწონი არ არის. შესაბამისად, ”დღეს რა ვაჭამო” ბევრი დედისთვის მტკივნეული კითხვაა.
სალათები საუკეთესო არჩევანია, მაგრამ ზეთით და ძმრით შეზავებული ბოსტნეულით ბევრ ბავშვს ვერ მოხიბლავ. ხშირად მაიონეზიანი სალათა ან ბურგერი ურჩევნიათ, მაგრამ დედები მაიონეზს, როგორც წესი, ეჭვის თვალით უყურებენ.
უმეტესობა უბრალოდ ვარაუდობს და ფიქრობს, შეიძლება თუ არა მაიონეზის შეტანა ბავშვის მენიუში.
ჩვენს ბაზარზე ყველაზე პოპულარული მაიონეზი ”სლობოდაა”, ამიტომ ვეცადეთ, მათთან გაგვერკვია, როგორი უნდა იყოს სწორად წარმოებული მაიონეზი და შეიძლება თუ არა ამ პროდუქტის შეტანა ჩვენი შვილების საკვებ რაციონში.
- რა უნდა ვიცოდეთ მაიონეზის შესახებ?
- ყოველთვის დააკვირდით მაიონეზის შემადგენლობას. კარგად გაარკვიეთ, რა ინგრედიენტებისგან შედგება პროდუქტი. თუ მაიონეზი ნატურალური, სწორად შერჩეული პროდუქტით იწარმოება, ხოლო მათი დოზირების და შერწყმის პროცესი პროფესიონალურად არის ჩატარებული, მაშინ მაიონეზი ჯანსაღია და შეგიძლიათ, ის ბავშვებსაც გაასინჯოთ და მოზარდებსაც.
- "სლობოდა" აკმაყოფილებს ამ პირობებს?
- რასაკვირველია, "სლობოდას", ისევე, როგორც ნებიემიერ ხარისხიანად წარმოებულ პროდუქტს, ჯანსაღი საკვებისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება აქვს.
პირველ რიგში იმიტომ, რომ ხარისხისა და გემოს დახვეწაზე პროფესიონალები უკვე 20 წელია მუშაობენ. შესაბამისად, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ "სლობოდა" ყველაზე გემრიელი და ხარისხიანი მაიონეზია თანამედროვე ბაზარზე.
- რა ინგრედიენტებს იყენებთ?
- "სლობოდა" მხოლოდ ჯანსაღ, ნატურალურ და სასარგებლო ინგრედიენტებს იყენებს. მაგალითად, "სლობოდა ოლივკოვის შემადგენლობაშია ნატურალური ზეითუნის ზეთი, კვერცხის გული, ნატურალური მზესუმზირის ზეთი, ლიმონის წვენი, სუფთა წყაროს წყალი და ახალი საუკეთესო სუნელები. დაგვეთანხმებით, ექვსივე ინგრედიენტი სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის.
- ნატურალური პროდუქტების გარდა ხელოვნური დანამატები და ემულგატორებიც ხომ არსებობს...
- "სლობოდა" არ შეიცავს ემულგატორებს, რომლებიც მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთის. ემულგატორების გარეშე წარმოებული მაიონეზის შენახვის ვადა კი გაცილებით მცირეა, ვიდრე სხვა პროდუქტისა. ამიტომაა, რომ "სლობოდას" შენახვის ხანგრძლივი ვადა არ აქვს.
- პროდუქტის ხარისხისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს შესაფუთ მასალასაც...
- ჩვენ შეფუთვის მრავალფეროვანი ასორტიმენტი გვაქვს: 100 მლ, 200 მლ, 400 მლ, 800 მლ დოზატორებით, ასევე 800 მლ პლასტმასის ვედროებში, 900 მლ შუშის ქილასა და 480 მლ შუშის ქილაში.
"სლობოდას" პროდუქცია იფუთება ისე, როგორც საჭიროა, ყოველგვარი წესების დაცვით.
გთავაზობთ 3 მარტივ რეცეპტს მაიონეზით, თქვენი შვილების მენიუს გასამრავალფეროვნებლად.
3 სალათა ბავშვებისთვის
კვერცხის სალათა
დაგჭირდებათ:
3 კვერცხი
1 კონა მწვანე ხახვი
3 ს.კ მაიონეზი
მომზადება:
კვერცხი მოხარშეთ და დაჭერით. დაამატეთ დაჭრილი ხახვი, მარილი, სასურველი სანელებელი და მოასხით მაიონეზი. ეს ცილებისა და ვიტამინების ნაზავია, რაც გაზაფხულზე განსაკუთრებით რგებს ორგანიზმს.
ბოლოკის სალათა
5-7 ცალი ბოლოკი
ნახევარი კონა კამა
ნახევარი კონა ოხრახუში
1 ს.კ. მცენარეული ზეთი
3-4 ს.კ. მაიონეზი
მომზადება:
გახეხეთ ბოლოკი, დააჭერით მწვანილი და დაუმატეთ ზეთი და მაიონეზი.
შესთავაზეთ ვახშმად ან სადილზე.
ჭარხლის სალათა
1 ცალი მოხარშული ჭარხალი
5-7 ცალი ჩავი ქლიავის ჩირი
2 ს.კ მაიონეზი
მომზადება:
მსვილად გახეხეთ ჭარხალი, წმინდად დაჭერით ჩირი, შეაზავეთ მაიონეზით. განსაკუთრებით მოუხდება კუჭის შეკრულობით გაწვალებულ პატარებს.