ოჯახი და შვილები ადრე თუ გვიან აუცილებლად მიგიყვანენ კულინარულ შედევრებამდე დედობა საუკეთესო სკოლაა მზარეულობის კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ოჯახი და შვილები ადრე თუ გვიან აუცილებლად მიგიყვანენ კულინარულ შედევრებამდე. კულინარული სრულყოფისკენ მიმავალ გზაზეც უამნრავი სასარგებლო და სხვა დედებისთვის საინტერესო კერძები მზადდება. ამჯერად კატლეტისა და პიურეს მორიგ ვარიანტს გთავაზობთ, რომელიც, ალბათ, ოჯახში დიდსაც მოეწონება და პატარასაც. რეცეპტს ლაურა ბუცხრიკიძე გვიზიარებს:
"კატლეტები, კარტოფილის პიურე, პომიდორის საწებელი და სალათა.
კატლეტი:
გატარებული ხორცი გავრეცხე კარგად. გავწურე. შევაზავე ხახვით,ზეითუნის ზეთით, მარილით, შავი პილპილით, ნოვრიტა და ოხრახუშით. დავამატე დამბალი სუხარი.გავაკეთე ბურთები და შევწვი ღუმელში.
საწებელი:
დაბლენდერებული ხახვი მოვწვი ზეითუნის ზეთში. დავამატე გაფცქვნილი ახალი პომიდორი დაბლენდერებული ნიორსა და ოხრახუშთან ერთად. დავამატე ცოტა ტომატ-პასტა. მარილი, პილპილი, ცოტა წითელი ღვინო. ვადუღე დაახლოებით ნახევარი საათი.
პიურე
კარგად გარეცხილი კარტოფილი მოვხარშე, გავფცქვენი და ავზილე. შევაზავე ზეითუნის ზეთში მოშუშული ხახვით, მარილითა და პილპილით. კიტრი და პიმიდორის დაჭრა იოლია..,"