სპეციალური ვიტამინიანი სოუსები არც ისე ბევრია ზამთრისთვის ჩვენი დიასახლისები ნაირ-ნაირი კონსერვებს ამზადებენ. თითქმის აღარ დარჩა ხილი ან ბოსტნეული, რომელსაც ქილაში ვერ მოხუფავ. თუმცა სპეციალური ვიტამინიანი სოუსები, რომელსაც ზამთარში გახსნი და სადილს ერთბაშად არომატით და სასარგებლო ნივთიერებებით გაამდიდრებ და თან გააგემრიელებ, არც ისე ბევრია.
ამჯერად მწვანე სოუსს წარმოგიდგენთ, რომლის მთავარი ინგრედიენტი კამაა.
რატომ კამა?
საკვების სწრაფ და სრულფასოვან მონელებას ასტიმულირებს. გარდა ამისა, კამა ვიტამინებისა და სასი-ცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების წყაროა.. კამა იმდენად მდიდარია უჯრედისით, რომ ზოგჯერ ხატოვნად ნაწლავების ჯაგრისსაც კი უწოდებენ.
მათთვის, ვინც მუდმივად ცომეულსა და მშრალ საკვებს მიირთმევს, რეკომენდებულია დღეში ერთი 2-3 ღერი კამის შეჭმა. კავკასიელ მამაკაცთა ხანგრძლივი პოტენციის საიდუმლოც კამა ყოფილა. თურმე ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში ამზადებდნენ კამისგან პოტენციის ასამაღლებელ საშუალებას
კულინარიაში კი კამა ის მწვანილია, რომელიც ნებისმიერ კერძს უხდება. . მის გარეშე წარმოუდგენელია საზაფხულო კერძები. განსაკუთრებით უხდება თევზსა და ხორცს.
იმისათვის, რომ ზაფხულის გემო ზამთარში შეიგრძნოთ კამის სოუსი მოამზადეთ. მისთვის მხოლოდ 10 წუთი დაგჭირდებათ.
ინგრედიენტები:
2 კონა კამა,
3 კბილი ნიორი
100 მლ ზეთი,
1 ცალი ლიმონი,
0,5 ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა,
მარილი გემოვნებით.
კამა წვრილად დაჭერით და მარილი მოაყარეთ, აურიეთ. ლიმონის ცედრა წვრილად გახეხეთ და კამას დაუმატეთ. ახლა ლიმონს წვენი გამოადინეთ და ისიც დაგჭირდებათ სოუსისთვის.
3. ნიორი დაჭყლიტეთ და კამის მასას დაუმატეთ.
4. დაასხით ზეთი და მოურიეთ. ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ. სოუსი მზადაა. მჭიდროდ ჩატკეპნეთ ქილაში და შეინახეთ მაცივარში. შესაძლებელია მეტი ზეთი დაამატოთ და ბლენდერში გათქვიფოთ. ასე მოთლებშიც მოათავსებთ.
ეს სოუსი უბრალოდ მოხარშულ მაკარონსაც კი საუცხოო გემოს მიანიჭებს. ძალიან მოუხდება ხორციან კერძებსაც.