ძალიან სასარგებლოა შინაურ პირობებში გამოსაყენებლად და თანაც, პრაქტიკულად უფასოა დღეს განვიხილავთ რამდენიმე მარტივ და იმავდროილად გენიალურ საშუალებას, რომლებიც ძალიან სასარგებლოა შინაურ პირობებში გამოსაყენებლად და თანაც, პრაქტიკულად უფასოა.
როდესაც ელვაშესაკრავი ფუჭდება და არ მაგრდება, ეს მარტივი მეთოდი დაგეხმარებათ.
მოუხერხებელი და პატარა ლურსმნის დაჭედება ხშირად ჭირს ხოლმე – ამისთვის გამოიყენეთ სავარცხელი, რომელიც ლურსმანს ერთ ადგილზე დააკავებს - თუ მას კბილანებს შორის მოაქცევთ, სანამ მას ჩაქუჩს ურტყამთ.
იარლიყებისა და სტიკერების კვალი რომ მოაცილოთ, საკმარისია სოდაში რამდენიმე წვეთი წყალი ჩაასხათ და ამ ფაფით გაასუფთავოთ შუშის ზედაპირი.
დანის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კაპრონის ძაფი, რომლითაც ხშირად უფრო მარტივია ყველის, ნამცხვრის თუ ტორტის დაჭრა.
პურის გამოყენება ორცხობილების შესანახად – პურის ნაჭერი მოათავსეთ ორცხობილებთან ერთად და მათ გაცილებით კარგად შეინახავთ, ისე, რომ არ გამოშრეს. ისევე, როგორც ვაშლის ჩადება შველის კივის კოლოფში – უკეთაც ამწიფებს და მის გაფუჭებასაც აღუდგება წინ.
სარჭები ძალიან კარგად გამოიყენება პაკეტების დასახურად.
მჭიდროდ დახურული თავსახურის მოხდა შეიძლება მის გარშემო რეზინის შემოვლებით. ასე უკეთ მოეჭიდებით ზედაპირს.
ბიჟუტერია და საიუველირო ნივთები რომ არ დაიჟანგოს, რომ არ დატოვოს მწვანე თუ შავი ლაქები კანსა და ტანსაცმელზე, საკმარისია ისინი ფრჩხილის უფერო ლაქით დაფაროთ.
ცხოველის ბეწვი რომ მოაშოროთ ადვილად ავეჯსა თუ სამოსს, ამისთვის გამოიყენეთ ლატექსის ხელთათმანი – ასეთი ხელთათმნით რამდენჯერმე უნდა გადაუსვათ ხელი დაბინძურებულ ზედაპირს, ერთი მიმართულებით. ეს მტვერსასრუტზე უკეთესი მეთოდია.
ასეთი მეთოდით მიკროტალღურ ღუმელში ორ ჯამსაც მოათავსებთ.