ამ გემრიელ ნამცხვარს არ სჭირდება ღუმელი და ბევრი ცხობა საჭირო მასალა:
3 კვერცხი;
6 ს/კ შაქარი;
1 შეკვრა ვანილი;
2 ს/კ ზეთი;
ნახ. ჩაის კოვზი სოდა-ძმრით;
6 ს/კ ფქვილი.
15-20 ალუბალი.
მომზადების წესი:
კვერცხი, შაქარი და ვანილი გავთქვიფოთ, დავამატოთ ზეთი, სოდა და ბოლოს ფქვილი.
ტაფა გავათბოთ, წავუსვათ ცხიმი და დავასხათ ცომის მასა. თავზე დავაწყოთ ალუბლები.
ტაფა დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე (გამანაწილებელი თუ გვაქვს, კარგია) და დავაფაროთ თავსახური.
როცა შევატყობთ, რომ ბისკვიტს ზედაპირი გამომშრალი აქვს, ნამცხვარიც მზად არის. გადმოვიღოთ ფრთხილად და თავზე მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა.