სამწუხაროდ, ქარხნული წესით დამზადებული ნაწარმის ხარისხში ყოველთვის დარწმუნებულნი არ ვართ შესქელებული რძე, ე.წ. "სგუშონი" კულინარიაშიც აქტიურად გამოიყენება და საჭმელადაც ძალიან გემრიელია. სამწუხაროდ, ქარხნული წესით დამზადებული ნაწარმის ხარისხში ყოველთვის დარწმუნებულნი არ ვართ. სამაგიეროდ, შეგიძლიათ ეს გემრიელი პროდუქტი შინ დაამზადოთ და ნატურალური პროდუქტი შესთავაზოთ ოჯახის წევრებს.
ინგრედიენტები:
რძე
1 ლ
შაქარი
300-350 გ
ვანილი
სქელძირიან ქვაბში ჩაასხით მაქსიმალურად ცხიმიანი რძე (მინ. 3.2%), დაამატეთ შაქარი და მოურიეთ. დადგით საშუალო ცეცხლზე და წამოადუღეთ. ურიეთ, რომ შაქარი კარგად გაიხსნას.