ვინეგრეტი ჩვენს სუფრაზე განსაკუთრებულად ფასობს - სამარხვო, გემრიელი, კალორიული კერძია და ბავშვებისთვისაც სასარგებლო ვინეგრეტი უკრაინული წარმოშობისააა, თუმცა ჩვენს სუფრაზეც განსაკუთრებულად ფასობს - სამარხვო, გემრიელი, კალორიული კერძია და ბავშვებისთვისაც სასარგებლო. გარდა ამისა, მისი ინგრედიენტებიც არ არის ძნელი საშოვნი და ზამთარში მარტივად შეიძლება ამ კერძის მომზადება.
ინგრედიენტები (დაახლოებით 8 კაცის ულუფისთვის):
მოხარშული ჭარხალი - 1-2 ცალი
მოხარშული სტაფილო - 1-2 ცალი
მოხარშული კარტოფილი - 4-5 ცალი
ბოლოკი ან მჟავე კიტრი (ან ორივე ერთად) - 3 ცალი
ხახვი - 1 ცალი
მოხარშული ლობიოს მარცვლები - 4-5 სუფრის კოვზი
სურვილის შემთხვევაში - მოხარშული მწვანე ბარდა - 4 სუფრის კოვზი
ზეთი, მარილი, მწვანილი (ქინძი და ოხრახუში)
მომზადება:
ბოსტნეული კარგად გაასუფთავეთ და შემდეგ ერთად შეგიძლიათ მოხარშოთ კარტოფილი, სტაფილო და ჭარხალი. ოღონდ ჯერ ჭარხალი მოათავსეთ ქვაბში და 10-15 წუთის შემდეგ მოათავსეთ იმავე ქვაბში კარტოფილი და სტაფილო. ჭარხლის მოხარშვას დაახლოებით ნახევარი საათი სჭირდება, სტაფილოსა და კარტოფილს - 15-20 წუთი.
გაციებული ბოსტნეული კუბებად დაჭერით.
ცალკე მოხარშეთ 100 გრამი ლობიო, ისე, რომ კარგად მოიხარშოს, ოღონდ მეტისმეტად არ დარბილდეს. გადაწურეთ შემდეგ წყალი და ლობიოს მარცვლები იმ თასში მოათავსეთ, რომელშიც სალათა უნდა მოამზადოთ. იქვე დაუმატეთ დაჭრილი ბოსტნეული, ხახვი, დაჭრილი კიტრის მწნილი (ასევე უხდება მჟავე კომბოსტო), შეგიძლიათ - ბარდაც, თუმცა ამის საჭიროება არ არის, როცა ლობიოთი კეთდება. დაუმატეთ ზეთი, მწვანილი, მარილი გემოვნებით და კარგად აურიეთ.