როცა დილაა, გეჩქარება და თან გინდა, ბავშვი სწრაფად, გემრიელად და ჯანსაღად დაანაყრო ყველასთვის ცნობილია, რომ ფასტფუდი არ არის სასარგებლო ბავშვებისთვის. პედიატრები და დიეტოლოგები გვირჩევენ, შევცვალოთ მაღარკალორიული ბურგერები სასარგებლო პროდუქტებით და დილით, როცა გვეჩქარება და თან გვინდა, ბავშვი სწრაფად, გემრიელად და ჯანსაღად დავანაყროთ, გვთავაზობენ ასეთი საუზმეების რეცეპტებს.
იდეა 1: ბოსტნეულის თეფში
ყველაფერი გენიალური - მარტივია. გადაავლეთ მდუღარე წყალი ბოსტნეულს და დაჭერით სიგრძეზე. ლამაზად დაალაგეთ გაშლილ თეფშზე, დააყარეთ ცოტა რაოდენობის მარილი (გემოვნებით) და მიართვით თქვენს პატარას. სურვილის შემთხვევაში შეიძლება მოასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი. კარგი იქნება, თუ ბოსტნეულთან ერთად თევზს ან ქათმის ფილეს გამოიყენებთ.
იდეა 2: რძის კოქტეილი
ეს რეცეპტი მათთვისაა, ვინც დიდი სიხარულით არ მიირთმევს რძის პროდუქტებს. ბლენდერში გაატარეთ ხილი, მიღებულ მასას დაუმატეთ რძე ან კეფირი. მზადდება სწრაფად. ბავშვი კი მიიღებს დიდი რაოდენობით ვიტამინებისა და მიკროელემენტების კომპლექსს.
იდეა 3: ხილის სალათი
გარეცხილი ხილი დაჭერით კუბებად და მოათავსეთ ღრმა ჯამში. შემდეგ მოასხით იოგურტი. ხილის სალათი მზადაა.
იდეა 4: ჩირი
სამწუხაროდ, თანამედროვე ბავშვები იშვიათად მიირთმევენ ჩირს: შავ ქლიავს, ქიშმიშს, ფინიკს, გარგარის ჩირს. ეს პროდუქტები დიდი რაოდენობით შეიცავენ ნატურალურ შაქარს. გარდა ამისა, სხვადასხვა სახეობის ჩირი აარეგულირებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას.
მოხმარების წინ ჩირი უნდა გაირეცხოს თბილ წყალში, რათა დარბილდეს.
თუ ბავშვი კარგად არ ჭამს ხაჭოს, დაუმატეთ ხაჭოს ჩირი. ასევე შეიძლება გამოიყენოთ ფაფებში.
იდეა 5: თხილეული
თხილეული ძალიან სასარგებლოა. მასში დიდი რაოდენობითაა ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მინერალური ნივთიერებები, ვიტამინები (მათ შორის С, В1, კაროტინი და სხვ). მაგალითად, რკინა კაკალში უფრო დიდი რაოდენობითაა, ვიდრე ბოსტნეულსა და ხორცში. თხილეული შეიძლება მისცეთ ბავშვს როგორც ხილის სალათთან ერთად, ასევე ცალკეც. მაგალითად, შეგიძლიათ შესთავაზოთ ასეთი კომბინაციაც: ყველი, ფორთოხალი, ნიგოზი.
კაკალი ალერგიული პროდუქტია. სიფრთხილე გმართებთ პროდუქტის პირველად მიცემის შემთხვევაში, რათა თავიდან აიცილოთ კვებითი ალერგია. თუმცა, დანიელმა მეცნიერებმა სულ ახლახან დაამსხვრიეს მითი კაკლის ალერგიულობის თაობაზე.