დედისა და ბებიის გამოცდილი რეცეპტი დედისა და ბებიის გამოცდილი რეცეპტი:
1. ბისკვიტი: 5 კვერცხის გული + 200 გრ შაქარი +150 გრამი გამდნარი კარაქი + 500გრ არაჟანი+1 ჩ.კ სოდა ძმრით + ვანილი + მარილი + 400 გრ ფქვილი შეიძლება ცოტა მეტი დაგჭირდეთ (არაჟნის კონსისტენცია).
2. 400 გრ ხაჭო + 100 გრ შაქარი + 1 ჭიქა (200-გრამიანი) ქიშმიში +1 კვერცხი (ცილიან გულიანად) + ვანილი.
3. 5 კვერცხის ცილისგან + 150-200 გრ შაქრისგან გავაკეთოთ ბეზე (თქვენ როგორი სიტკბოც გესიამოვნებათ)
გამოვაცხობთ ე.წ. ბისკვიტს და ცხელსვე გადავუსვამთ ხაჭოიან მასას. შევდგამთ ღუმელში (ზედა ცხობაზე). 5 წუთში მოშრება და კვლავ გამოვდგამთ, გადავუსვამთ მზა, მყარ ქათქათა ბეზეს, ისევ შევაბრძანებთ ღუმელში 2-3 წუთით.