შევეცდებით გაგარკვიოთ, რამდენად სასარგებლოა კომში და კონკრეტულად, რა დაავადებების განკურნება შეუძლია მის უნიკალურ თვისებებს.
შემოდგომა - არის სეზონი, რომელიც ყველაზე მდიდარია ხილითა და ბოსტნეულით. სწორედ ამ დროს შეგვიძლია ვისიამოვნოთ ვაშლით, ხურმითა და გოგრით. მათ შორის საპატიო ადგილს იკავებს კომში - ყველაზე გვიანი ხილი, მაგრამ ალბათ ყველაზე სასარგებლო.
შევეცდებით გაგარკვიოთ, რამდენად სასარგებლოა ეს ხილი და კონკრეტულად, რა დაავადებების განკურნება შეუძლია მის უნიკალურ თვისებებს.
თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რა ვიტამინებს შეიცავს ეს უნიკალური ნაყოფი. ესენი გახლავთ: A, E, C , PP და B. ასევე შეიცავს უამრავ მაკრო და მიკროელემენტს, კალიუმს, ნატრიუმსა და პექტინურ ნივთიერებებს.
თავისი სასარგებლო თვისებების წყალობით, კომში გამოიყენება პანკრიატიტის, ანემიის სკლეროზისა და ჰიპერტონიის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. ეს ნაყოფი ეფექტურად გამოიყენება ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადების დროს.
ასევე მიირთვით კომში, თუ გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა და საშარდე გზაბის დაავადებები. პექტინის არსებობა ამ ხილში საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ კომში, როგორც ანთების საწინააღმედო, სისხლდენის შემაჩერებელი და ანტისეპტიკური საშუალება.
კომშის გულების ნახარში უებარია ანგინის დროს ყელში გამოსავლებად, ბრონქიტის, ტრაქეატის, გასტრიტისა და მეტეორიზმის დროს.
იმისათვის, რომ სწორად მოამზადოთ კომშის გულების ნახარში, საჭიროა წამოადუღოთ 5-10 გ კომშის გული 100 მლ წყალში.
ახლა ყველაზე აქტუალური გრიპის პროფილაქტიკაა, ამისთვის აქტიურად გამოიყენეთ კომში. C ვიტამინის დიდი შემცველობის გამო, კომში არა მხოლოდ არჩენს გაციებას, არამედ დაგიცავთ კიდეც მისგან. ამ ხილის მიღება ხელს უწყობს ინტერფერონის გამოყოფას, ნივთიერების, რომელიც იმუნიტეტის სადარაჯოზე დგას და იცავს ორგანიზმს ვირუსული ინფექციებისგან.
უმი კომშის მირთმევა არც ისე მარტივია.. განსაკუთრებით, თუკი ის, ე.წ. „მახრჩობელაა“. მაშინ, რა სახით მივიღოთ ეს მართლაც უნიკალური ნაყოფი?
კომშით მომზადებული უამრავი რეცეპტი არსებობს.
შეგიძლიათ შეწვათ თაფლით და მიიღოთ უგემრიელესი დესერტი (იხ.ღუმელში გამომცხვარი კომში ნიგვზით და თაფლით), ასევე მოხარშოთ, გაატაროს ხორცსაკეპში და სუფრასთნ მიიტანოთ, როგორც რომელიმე კერძის დამატება. ასევე შეგიძლიათ მოხარშოთ ჩაი, გააკეთოთ წვენი და ასე შემდეგ. ასევე იხილეთ უგემრიელესი დესერტის რეცეპტი კომშით, კრემითა და შოკოლადით.
მაგრამ იმისათვის, რომ შეინახოთ მთელი წლით ეს საოცარი ხილი, საუკეთესო მეთოდი მისგან მურაბის მოხარშვაა.