"ანიუტა" ლელა მიხილსენის გემრიელი სამზარეულოდან ამ რეცეპტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა "დედების სამზარეულოში". თქვენც გიზიარებთ:
"ანიუტა" ლელა მიხილსენის გემრიელი სამზარეულოდან
100 გრ კარაქი ავთქვიფოთ 1,5 ჭიქა შაქართან ერთად(200 გრამიანი ჭიქა). 1 ჩ.კ სოდა გავსხნათ 1 ქილა (250 გრ) არაჟანში და დავუმატოთ კარაქიან მასას. დავუმატოთ მწიკვი მარილი. შევურიოთ 2,5 ჭიქა ფქვილი. ცომი გავყოთ შუაზე. ერთ ნაწილს დავუმატოთ 3 ჩ.კ. კაკაო. თითოეული ნაწილი გავყოთ ორად და ცალ-ცალკე გამოვაცხოთ კალკადაფენის ფიფრიტაზე ან ფორმაში. ცხვება 190 გრადუსზე დაახლოებით 10 წუთი.
კრემი: 250 გრ კარაქი კარგად ამოვიყვანოთ. შევათქვიფო 1 ქილა შესქელებული რძე ("სგუშონკა"), 1 ქილა არაჟანი. ბოლოს დავუმატოთ ვანილი.
3 ფენას გადავუსვათ კრემი, დავადოტ ბოლო ფენა და მოვასხატ სოკოლადის მინანქარი
მინანქარი: 1 ფილა შოკოლადი(100 გრამიანი), 7 ჩ.კ რძე , 1 ს.კ. კარაქი. გავადნოთ და გადავუსვათ ზედა ფენას.
ეს გამომცხვარია ოთხკუთხედ ფორმაში, 26x26".