ახალი წელი ახლოვდება და დროა, სადღესასწაულო მენიუ შევადგინოთ. ახალი წელი ახლოვდება და დროა, სადღესასწაულო მენიუ შევადგინოთ. გირჩევთ, ტრადიციული საჭმელების ნაცვლად გაამრავალფეროვნოთ სუფრა ორიგინალური და გემრიელი კერძებით.
1. მთავარი კერძი
რა თქმა უნდა, ხორციანი უნდა იყოს. მაგალითად, ღორის ნეკნები.
დაგჭირდებათ: 1 კილო ღორის ხორცი, 2 ს/კ მდოგვი, კეტჩუპი, მარილი, პილპილი, ტკბილი წიწაკა გემოვნებით.
გარეცხილი ნეკნები პორციებად დაჭერით.
სანელებლები ერთმანეთში გადაურიეთ და ხორცს წაუსვით.
ღრმა ჯამში მოათავსეთ ხორცი და 2 საათით მაცივარში გააჩერეთ.
გამოაცხვეთ ხორცის ნაჭრები ღუმელში. ძირზე მოთუშული ბოსტნეული (სტაფილო, კარტოფილი, ხახვი) დაულაგეთ.
სუფრაზე მიიტანეთ ცხელი, მწვანილებიანი არაჟნის სოუსთან ერთად.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
2. ხორცის რულეტი
ხორცის ფილე კარგად დაბეგვეთ.
ხახვთან და ნიორთან ერთად მობრაწეთ სოკო.
დაუმატეთ გახეხილი ყველი.
დაბეგვილი ხორცის ფილეში გადაანაწილეთ გულსართი. ზემოდან წაუსვით კარაქი და გამოაცხვეთ ღუმელში 80-90 წუთი, 180 გრადუსზე.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
3. წასახემსებელი/ თევზის ბუტერბროდი
დაგჭირდებათ: საბუტერბროდე პური, წითელი თევზი, მწვანილი, მდნარი ყველი.