სამარხვო "ბრაუნი" ანა კოსტავასგან - მშობლები

სამარხვო "ბრაუნი" ანა კოსტავასგან

2017-12-26 04:58:32+04:00

საახალწლო სუფრას რომ დაატკბობს, ისეთია... დაგვჭირდება:

250 გრ. რბილი მარგარინი;

1,5 ჭ. შაქარი;

200 გრ. გატარებული და 50 გრ.დაჭრილი თხილი;

1-2 პაკეტი ვანილი;

100 მლ. წყალი;

1 ჩ/კ სოდა-ძმრით;

3 ს/კ კაკაო;

დაახლოებით 3 ჭ. ფქვილი.

მომზადების წესი:

ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტები ერთად მოვათავსოთ ჯამში და უცებ მოვზილოთ ცომი.

მოვათავსოთ ცხიმწასმულ ფორმაში და გამოვაცხოთ ღუმელში 200 გრადუსზე.

ასე მარტივად მზად არის ჩვენი გემრიელი ნამცხვარი.

უგემრიელესი სამარხვო რულეტი ქადის გულსართით