საშობაო გურული ღვეზელების რეცეპტს "დედების სამხარეულოში" ია მინდაძე-ასათიანი გვთავაზობს:
საჭიროა:
600 მლ რძე (ან წყალი) - მე რძე გამოვიყენე
1 ს.კ საფუარი
200 გრ კარაქი ან მარგარინი (გამდნარი)
1 ს.კ შაქარი
მარილი
ფქვილი რამდენსაც შეიზელს (მიახლოებით 1.კგ 200გრ)
მომზადება:
თბილი რძე + საფუარი+შაქარი+გამდნარი კარაქი ან მარგარინი +მარილი და ბოლოს შეაზილეთ ფქვილი. კარგად მოზილეთ და დადგით ასაფუებლად.
მოამზადეთ კარგი სახაჭაპურე ყველი, მოხარშული კვერცხი და ფორმა სასურველი.
გაბრტყელებულ ცომზე ბლომად ყველი, დაჭრილი კვერცხი და კარაქის ნაჭერი არ დაგავიწყდეთ. ფორმას რომ მისცემთ, ზემოდან არაჟნიანი კვერცხის გული წაუსვით.