თუ ათასნაირი ჯადოქრობის გამოგონება გიწევთ, რომ როგორმე შვილს ბოსტნეული აჭამოს, ეს რეცეპტი გამოგადგებათ თუ იმ დედების რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებსაც ათასნაირი ჯადოქრობის გამოგონება უწევს, რომ როგორმე შვილს ბოსტნეული აჭამოს, ეს რეცეპტი გამოგადგებათ.
ბოსტნეულის ცხიმში მოშუშვა არ არის საჭირო და არც ბევრი ზეთი დაგჭირდებათ. ჯანსაღი საკვებია, ლამაზად გამოიყურება და გემოზეც სულ არ ეტყობა, რომ კომბოსტოა. სადაც ჩემმა შვილმა 2 ნაჭერი მიირთვა, მჯერა, რომ სხვასაც გაუმართლებს.
საჭირო მასალა:
1 პატარა თავი ყვავილოვანი კომბოსტო 1 პატარა თავი ბროკოლი 1 ჭიქა არაჟანი 3-4 კვერცხი 0,5 ჭიქა საფანელი 0,5 ჭიქა გახეხილი ყველი მარილი პილპილი 1-2ჩ.კ კარაქი მომზადება
ყველი და საფანელი ერთმანეთში ავურიოთ.კომბოსტო და ბროკოლი დავშალოთ პატარა ნაწილებად და მდუღარე მარილწყალში 3-4 წუთი ვადუღოთ,სანამ დარბილდება,შემდეგ ამოვიღოთ და ცივი წყალი გადავავლოთ.ფორმას წავუსვათ ცხიმი, ზედ გავანაწილოთ კომბოსტო,მოვასხათ არაჟნისა და კვერცხის ნარევი ისე,რომ ძირში მოხვდეს და მოვაყაროთ მომზადებული საფანელი.შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში.
რომელი კომბოსტო უფრო სასარგებლოა - თეთრი, ყვავილოვანი თუ ბროკოლი