დედებო, თამამად გაუკეთეთ თქვენს პატარებს გემრიელი დესერტი ყოველგვარი საღებავებისა და კონსერვატების გარეშე... ხშირად გვინდა, რომ ბავშვებს დღესასწაული მოვუწყოთ ფერადი ბუშტებით, მხიარული სტუმრებითა და გემრიელი ტორტით. როგორ მოვიქცეთ, როდესაც ნდობა არ გვაქვს მაღაზიაში ნაყიდი ტკბილეულის მიმართ? მართალია, სახლში უნდა გამოვაცხოთ! გთავაზობთ სასარგებლო დესერტს სახელწოდებით - "ზურმუხტისფერი კუ". ყველა ინგრედიენტი ნატურალურია. ამიტომ, დედებო, თამამად გაუკეთეთ თქვენს პატარებს გემრიელი დესერტი ყოველგვარი საღებავებისა და კონსერვატების გარეშე.
ინგრედიენტები
• 200 გრ. არაჟანი
• 1 კვერცხი
• 450 გრ. ფქვილი
• 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი.
• 400 გრ. ხაჭო
• 150 გრ. იოგურტი
• 200 გრ.შაქრის ფხვნილი
• 1 ბანანი
• 10 კივი
მომზადება
1. ტორტის მომზადება უნდა დაიწყოთ ცომით. ამისათვის ღრმა ჯამში აურიეთ არაჟანი და კვერცხი, შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. გააკეთეთ მკვრივი ცომი.
2. ცომი გაყავით 8 ტოლ ნაწილად და გააბრტყელეთ.
3. ცომის ფირფიტები საშუალო ცეცხლზე, უცხიმოდ გამოაცხვეთ ტაფაზე. ისე მოაჭერით გვერდები, რომ ყოველი შემდეგი ფირფიტა წინაზე პატარა იყოს 1,5-2 სმ-ით.
4. კრემისთვის აურიეთ ერთგვაროვან მასის მიღებამდე - ხაჭო, იოგურტი, შაქრის ფხვნილი და ბანანის პიურე.
5. დაჭერით კივი თხელ რგოლებად.
6. ააწყვე ტორტი თანმიმდევრობით: ცომის ფენა, კრემი, კივის რგოლები.
7. ზემოდან წაუსვით კრემი, გვერდებზე ისე დაალაგეთ კივი, რომ კუ გამოვიდეს. ტორტი მზადაა!
იგივე შეიძლება მოამზადოთ რომელიმე სხვა ხილით - ბანანით, ფორთოხლით, მარწყვით და ა.შ.