ყველაზე წითელი და გემრიელი ბორშჩის 6 საიდუმლო დიასახლისებისგან
ყველაზე წითელი და გემრიელი ბორშჩის 6 საიდუმლო დიასახლისებისგან
ცივ დღეებში ცხელი და სასარგებლო წვნიანი განსაკუთრებით გემრიელია. ბორშჩის მთავარი ინგრედიენტი ჭარხალია. სხვა დანარჩენი კომპონენტის შეცვლა შეიძლება, მხოლოდ მას ვერ შეცვლით.
ერთი შეხედვით, ბორშჩის გაკეთებას რა უნდა, მაგრამ რატომღაც ზოგი მუქი წითელი არ გამოსდის, ზოგს სხვისი გაკეთებული უფრო ეგემრიელება. გთავაზობთ იმ დიასახლისების რჩევებს, ვინც ამ კერძს ყველაზე "კარგად გაუგო".

  • ბორშჩს ფერი რომ შეუნარჩუნოთ, ჭარხალს თუშვისას ძმარი დაუმატეთ.
  • არსებობს ორნაირი გემო ბორშჩი: მომჟავო და მოტკბო. წვნიანი ტკბილი რომ გამოვიდეს, მწიფე და
    მუქი ფერის ჭარხალი შეარჩიეთ. შეგიძლიათ, 1-2 ჩაის კოვზი შაქარიც დაუმატოთ. ხოლო თუ მჭავე ბორშჩის მომზადებას აპირებთ, შეგიძლიათ, მჭავე კომბოსტო ან მჟაუნას ფოთლები დაუმატოთ.
  • ბოსტეული ბორშჩისთვის განსაკუთრებულად უნდა მოამზადოთ: კარტოფილი გრძლად უნდა დაჭრათ, ჭარხალი და სტაფილო მსხვილ სახეხზე გახეხოთ. კომბოსტო - გრძლად და წვრილად დაჭრათ. კარტოფილსა და კომბოსტოს ბულიონში უმს უმატებენ. ხახვს, სტაფილოს ხრაკავენ, მჭავე კომბოსტოსა და ჭარხალს, - თუშავენ.
  • აუცილებლად მოხრაკეთ ხახვი და სტაფილო. ამგვარად მათ შეუნარჩუნებთ გემოსა და არომატს. დაუმატეთ ცოტაოდენი კარაქი, რათა ოქროსფერი შეფერილობა მიანიჭოთ.
  • არ ჩახარშოთ ბოსტნეული. სასურველია, ისინი წყლის დუღილის პროცესში ჩაყაროთ.

ტრადიციულ
ბორშჩში უმატებენ ფქვილს. მშრალ ტაფაზე 5 წუთით მობრაწავენ. ფქვილი შეგიძლიათ გამოიყენოთ ხორბლის, ბრინჯის და ა.შ. თუ ბორშჩში ფქვილის ჩამატებას გადაწყვეტთ, გამორთვამდე 10 წუთით ადრე დაუმატეთ და კარგად მოურიეთ.

ბულიონი

ჩვენ ბორშჩს ძირითადად ბოსტნეულის წვნიანთან ვაიგივებთ, სინამდვილეში კი ტრადიციული რეცეპტით კი ხორცის ბულიონისგან მზადდება.  ტრადიციულად მიჩნეულია, რომ ერთ ადამიანზე 150 გრამი ხორცი უნდა გაითვალისწინოთ. იდეალური უკრაინული ბორშჩი ღორის ძვლიანი ხორცით მზადდება. კერძი ნოყიერი და ცხიმიანი გამოდის. თუ ვეგეტარიანელი ხართ ან მარხვაზე, ხორცი ამოიღეთ. ზოგიერთი თევზის ბულიონსაც კი იყენებს. სამარხვო ბორშჩისთვის გამოდგება ბოსტეულის ან სოკოს ბულიონი. ამ უკანასკნელისთვის მშრალი სოკო უნდა გამოიყენოთ. მოხარშულსა და დაჭრილს კი ბორშჩში ჩაუმატებთ. ბულიონის მოხარშვის ვადა 1-2 საათია. თუმცა, ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად, ზედაპირზე მომდგარი ცხიმი კოვზით ამოიღეთ.
ტეგები: ბორშჩი
10654
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```