გთავაზობთ იმ დიასახლისების რჩევებს, ვინც ამ კერძს ყველაზე "კარგად გაუგო" ცივ დღეებში ცხელი და სასარგებლო წვნიანი განსაკუთრებით გემრიელია. ბორშჩის მთავარი ინგრედიენტი ჭარხალია. სხვა დანარჩენი კომპონენტის შეცვლა შეიძლება, მხოლოდ მას ვერ შეცვლით.
ერთი შეხედვით, ბორშჩის გაკეთებას რა უნდა, მაგრამ რატომღაც ზოგი მუქი წითელი არ გამოსდის, ზოგს სხვისი გაკეთებული უფრო ეგემრიელება. გთავაზობთ იმ დიასახლისების რჩევებს, ვინც ამ კერძს ყველაზე "კარგად გაუგო".
ბორშჩს ფერი რომ შეუნარჩუნოთ, ჭარხალს თუშვისას ძმარი დაუმატეთ. არსებობს ორნაირი გემო ბორშჩი: მომჟავო და მოტკბო. წვნიანი ტკბილი რომ გამოვიდეს, მწიფე და მუქი ფერის ჭარხალი შეარჩიეთ. შეგიძლიათ, 1-2 ჩაის კოვზი შაქარიც დაუმატოთ. ხოლო თუ მჭავე ბორშჩის მომზადებას აპირებთ, შეგიძლიათ, მჭავე კომბოსტო ან მჟაუნას ფოთლები დაუმატოთ. ბოსტეული ბორშჩისთვის განსაკუთრებულად უნდა მოამზადოთ: კარტოფილი გრძლად უნდა დაჭრათ, ჭარხალი და სტაფილო მსხვილ სახეხზე გახეხოთ. კომბოსტო - გრძლად და წვრილად დაჭრათ. კარტოფილსა და კომბოსტოს ბულიონში უმს უმატებენ. ხახვს, სტაფილოს ხრაკავენ, მჭავე კომბოსტოსა და ჭარხალს, - თუშავენ. აუცილებლად მოხრაკეთ ხახვი და სტაფილო. ამგვარად მათ შეუნარჩუნებთ გემოსა და არომატს. დაუმატეთ ცოტაოდენი კარაქი, რათა ოქროსფერი შეფერილობა მიანიჭოთ. არ ჩახარშოთ ბოსტნეული. სასურველია, ისინი წყლის დუღილის პროცესში ჩაყაროთ.
ტრადიციულ ბორშჩში უმატებენ ფქვილს. მშრალ ტაფაზე 5 წუთით მობრაწავენ. ფქვილი შეგიძლიათ გამოიყენოთ ხორბლის, ბრინჯის და ა.შ. თუ ბორშჩში ფქვილის ჩამატებას გადაწყვეტთ, გამორთვამდე 10 წუთით ადრე დაუმატეთ და კარგად მოურიეთ.