ყველაზე ჯანსაღი და მარტივი საუზმე ბავშვისთვის - კულინარი დედიკოებისგან
ყველაზე ჯანსაღი და მარტივი საუზმე ბავშვისთვის - კულინარი დედიკოებისგან
ჯგუფი "ჩემი კულინარი დედიკო" ხშირად სთავაზობს დედებს ჯანსაღი საკვების რეცეპტებს პატარებისთვის. ამჯერად მისი ერთ-ერთი დამაარსებელი და ჩვენი ვებგვერდის დიდი მეგობარი, მაია შერვაშიძე გვთავაზობს ჯანსაღ საუზმეს, რომელსაც დიდი მოწონება ხვდა წილად და თქვენც გთავაზობთ:

"ოლადები გავაკეთეთ მე და ლეგამ დღეს დილას სოფო კუკავას რეცეპტით, რომელსაც ქვემოთ უცვლელად გთავაზობთ. ძალიან მომეწონა, აბსოლუტურად უცხიმოდ შემწვარი ცხელ ტაფაზე. ოლადებთან შედარებით, რომელიც როგორც წესი ცურავს ხოლმე ზეთში, შესანიშნავია. ჩვენ გავაკეთეთ 1 ყავის ჭიქა შაქრით.ჩემები მიირთმევენ
ნაკლებად შაქრიანს, ასე რომ, მოეწონათ. მშვენიერი იდეაა სკოლის ლანჩისთვის.
ლეგას მოაფიქრდა, ვაშლის მუსი მოუხდებაო, გერმანიაში ვჭამდით ბაღში ასეო. ჰოდა, უცებ 3 ცალი ვაშლი ჩავთუთქე და დავაბლენდერე. მოაყარეს ქოქოსის ფანტელიც ბავშვებმა.

ოლადების რეცეპტი:
ძირითადად თვალის ზომით ვაკეთებ უკვე, თუმცა ვეცდები ზუსტი რაოდენობა მივუთითო, ძალიან ადვილია და წამებში ქრება. 2 კვერცხი+პატარა ყავის ჭიქა შაქარი(მე ნაკლებად ტკბილს ვაკეთებ, შეგიძლიათ შაქრის რაოდენობა გაზარდოთ) + 1 შეკვრა ვანილი გავთქვიფოთ, დავამატოთ 400-500 გრ ცივი რძე + 0.5 ჩ.კ სოდა+ძმარი ან გამაფხვიერებელი და ფქვილი დავაცრათ იმდენი, რომ კექსის ცომზე ოდნავ თხელი სისქის მასა მიიღოთ. ბოლოს ცომში ვუმატებთ 2-3 სუფრის კოვზ ზეთს და ცხელ ტაფაზე უცხიმოდ იწვება. ბუშტებს როგორც კი გაიკეთებს,
ვატრიალებ და ასეთი თანაბარი და გლუვი გამოდის. გემრიელად მიირთვით.
4097
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```