"გოგრის ორცხობილები იმ სახლში ცხვება, სადაც ბავშვებს გოგრა არ უყვართ, დილით კი შვრიის ფაფას სანახევროდ ჭამენ. ადგება ყოჩაღი დედიკო, მოხარშულ გოგრას დაჭყლეტს, შვრიის ფაფას შეურევს, კვერცხებს ჩაახლის, ერთი ცეტი გოგოს მოკბეჩილ ვაშლებს გახეხავს, ცოტა თაფლს მოასხამს, შაქრის ნაცვლად ქიშმიშით დაატკბობს,
ოოოო, ისეთ სურნელს დაატრიალებს... მოდი და ნუ შეჭამ.
ის ყოჩაღი დედიკო არ ამხელს ორცხობილებში გოგრა თუა, ჰოდა, გოგრის მოძულე ბავშვები ისე გემრიელად ილუკმეეებიააან.
სცადეთ, 15 წუთის ამბავია... " - წერს ნათია ჯანაშია.