შეგიძლიათ აჭამოთ დილით საუზმეზე ან მეორე კვებადაც, 5 საათამდე ეს ჯგუფ "ჩემი კულინარი დედიკოს" წევრის, ნინო პეტრიაშვილის გამოცდილი რეცეპტია, რომელიც მის შვილს ძალიან მოსწონს. რაც მთავარია, ჯანსაღია და ადვილად მოსამზადებელი.
საჭირო მასალა
ხაჭო - 400 გრამი
1 კვერცხი (სოფლის უკეთესია)
2 სუფრის კოვზი ფქვილი (მეტიც შეგიძლიათ)
მომზადების წესი:
ხაჭო გადმოვიღოთ თეფშზე დავახალოთ ერთი კვერცხი შევაზილოთ ერთმანეთს, დავამატოთ ფქვილი და ავურიოთ.
ტაფა დავდგათ საშუალოზე დაბალ ცეცხლზე და ძალიან ძალიან ცოტა ზეთი, რომ არ მიიკრას.
შეცხელებულ ტაფაზე დავდოთ ბლინები თავღია, ერთი მხარე რომ მოიბრაწება, გადმოვატრიალოთ და მერე დავაფარებთ თავსახურს.
მეორე მხარეც რომ მოობრაწება, გადმოვიღებთ და შეგრილებულს გადავუსვამთ მაწონს.
შეგიძლიათ აჭამოთ დილით საუზმეზე ან მეორე კვებადაც, 5 საათამდე.