ყველაზე პოპულარული პასკის რეცეპტი ია მინდაძისგან: "ეს ჩემი ოჯახის რეცეპტია"
ყველაზე პოპულარული პასკის რეცეპტი ია მინდაძისგან: "ეს ჩემი ოჯახის რეცეპტია"
1 / 2
Next
სოციალურ ქსელში, შეიძლება ითქვას, პასკების ბუმია. ძალიან ბევრი დიასახლისი ცდილობს, ოჯახს თავისი ნახელავით გაუმასპინძლდეს და გვიზიარებენ რეცეპტებსაც და გამზადებულ პასკებსაც. თუმცა ცნობილი კულინარის, ია მინდაძის პასკები ფეისბუქში აშკარა ფავორიტია. უამრავმა დედამ სწორედ მისი რეცეპტი აირჩია გამოსაცხობად.
გვინდა, ია მინდაძის პოპულარუსლი რეცეპტი ერთადეს ჩვენს მკითხველსაც გავუზიაროთ.

პასკა ია მინდაძე ასათიანისგან
ინგრედიენტები:
  • 10 კვერცხი
  • 1,5000 კგ შაქარი
  • 1 ლ რძე
  • 400 გრ კარაქი
  • 300 გრ არაჟანი
  • 400 გრ მაწონი
  • 3-4 ს.კ საფუარი
  • 200 მლ ზეთი
  • 2,8-3 კგ-მდე ფქვილი
  • 500-800 გრ ქიშმიში (როგორიც თქვენ გიყვართ)
  • 3 ცალი მუსკატი
  • 30-40 ცალი ილი
  • მიხაკი და დარიჩინი გემოვნებით
  • მარილი
  • ვანილი
  • 3-4 ცალი ლიმონის ცედრა
  • ცუკატები სურვილის მიხედვით

მომზადება

  1. ვაკეთებთ 10 კვერცხის გულისგან გოგლიმოგლს+ 500 გრ შაქარი (ცილას ვინახავთ)ა
  2. 900 მლ ცხელ რძეში გავხსნით 1 კგ შაქარს და 400გრ კარაქს+ცოტა მარილი
  3. 100მლ თბილ რძეში გავხსნათ 3-4 ს.კ დროჯი+1ჩ.კ შაქარი+100გრ ფქვილი და დავდგათ ასაფუებლად(თუ დროჟი კარგია მალე ამოფუვდება)
  4. მომზადებულ გოგლიმოგლში ვურევთ 300 გრ არაჟანს და 400 გრ მაწონს
  5. ათი კვერცხის ცილა ავთქვიფოთ გამაგრებამდე+ ვანილი (ცილას შაქარის გარეშე ვთქვიფავთ)

გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე

1 / 2
Next
11752
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?